LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის გასაძლიერებლად საქართველოში გაგრძელდება საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი

31

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ექსპერტს ლუსილა მაკლოჰანსა და ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური ურთიერთობების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. პროექტი სამწლიანია და ითვალისწინებს სამსახურის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით. შეხვედრაზე აქცენტი იმ საკითხებზე გაკეთდა, სადაც უფრო სჭირდება დახმარება შემოსავლების სამსახურს. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში გაგრძელდება საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი, რათა უფრო გაძლიერდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინსტიტუციონალურად და გაუმჯობესდეს მისი მომსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები