LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოწმების შედეგად 20-მდე პურისა და პურ-პროდუქტების ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

52

სურსათის ეროვნული  სააგენტო  პურისა და პურ-პროდუქტების ბიზნეს ოპერატორების სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს.

მიმდინარე წელს სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ პურისა და პურ-პროდუქტების საწარმოებში ჩატარდა 136 ინსპექტირება და დოკუმენტურად შემოწმდა 95 ბიზნესოპერატორი.

სახელმწიფო კონტროლისას ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, დაჯარიმდა 10 ბიზნესოპერატორი.  აგრეთვე, დასახელება „დიაბეტური“ ან „დიეტური“-ს დარღვევით გამოყენების გამო 6 ბიზნესოპერატორს  კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები დაეკისრა.

სახელმწიფო მონიტორინგის ფარგლებში  რადიაციული ფონის, მძიმე მეტალების პესტიციდების  და სხვა ტოქსიკური ელემენტების მაჩვენებლებზე ლაბორატორიული კვლევისთვის  აღებულია პურის 10  ნიმუში. შედეგების მიხედვით დარღვევა არ გამოვლენილა.

„პურის და პურ-პროდუქტების, როგორც ფართოდ მოხმარებადი სურსათის  კონტროლი  მუდმივად მიმდინარეობს. შემოწმება ხორციელდება როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის ეტაპზე, ხდება საწარმოების ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა უვნებლობის მაჩვენებლებზე. არსებული მონაცემებით, სამომხმარებლო ბაზარზე  განთავსებული პური და პურ-პროდუქტები უვნებლობის სტანდარტებს   აკმაყოფილებს. ძირითადად, აღინიშნება  ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ხორციელდება“, -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურ-პროდუქტების ბიზნესოპერატორების კონტროლს განაგრძობს და მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 15-01.

პოპულალურები