LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევა ნუცუბიძის ფერდობზე – გარდაცვლილის ადვოკატი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

142

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ადვოკატი, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ლევან ვეფხვაძე, ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

ვეფხვაძის თქმით, აუცილებელია, ოჯახს და მათ უფლებადამცველს გადაეცეს საქმის მასალები, რათა გაერკვეს, გამოძიება რა ეტაპზეა.

მისივე თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობა და კითხვის ნიშანი არსებობს. ადვოკატის განცხადებით, გაუგებარია პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არ არსებობს სამხრე კამერების ჩანაწერები. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურის განცხადება შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამორიცხავს.

მთავარი მომენტი არის ის, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობის მომენტიდან, სანამ დადგა ფატალური შედეგი, მანამდე უნდა არსებობდეს გადაღებული კადრები. შესაბამისად, შსს-ს განცხადებით, არსებობს ასეთი კადრები, მათ შორის ცუდად გახდომის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქმისთვის და პროკურატურა აცხადებს, რომ არ არსებობს. ვიცი, ბრალეულობა იკვეთება და რატომ არ არსებობს, ამას გავიგებთ მას შემდეგ, როდესაც გავეცნობით საქმის მასალებს და იმედია, მოგვცემს პროკურატურა იმის საშუალებას, რომ გავეცნოთ მასალებს,“ – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი, საგამოძიებო უწყებისგან საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ საქმეზე ძიება სამსახურეობრივი გულგრილობით უნდა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები