LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო!“

92

მწერალი ლაშა ბუღაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად ყოფილა.

ამასთან , მწერალი ამბობს, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს და იმავეს  მოუწოდებს მოქალაქეებს.

„უკაცრავად და, მგონი, გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ, ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად გვქონია, – ისევ ჩვენ, საწყალი ქართველი ხალხი რომ ვეძებთ გამოსავალს და ისევ და ისევ ჩვენ რომ ვაწყობთ გამოსავლის რაციონალურ კონსტრუქციებს, სადაც მთავარი ის არის, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს როგორმე…

საკუთარ თავს წესად ვუქციე ამ ავტოთერაპიული მანტრის გამოერება: „შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო!“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები