LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენახული ოქროს ნაკეთობები მოვაჭრეებმა სრულად გაიტანეს

53

“ოქროს სამყაროს“ მოვაჭრეებმა საცავებში შენახული ოქროს ნივთები სრულად გაიტანეს, ძვირფასეულობა დაზიანებული არ არის.

“დილიდან უკვე შევუშვებთ ტერიტორიაზე იმ დილერებს, რომლებსაც დახლზე ჰქონდათ შენახული ძვირფასი ნაკეთობები და ხანძარს შედარებით გადაურჩნენ. შესაძლოა დაზიანებულია ეს ნივთები, მაგრამ შესაძლებელია მათი სხვა სახით გამოყენება. ამ ეტაპზე ყველა პროცედურა დამთავრებულია. დღეისთვის საცავები გახსნილია და გატანილია ის ნივთები, რომელიც აღნიშნულ საცავებში ინახებოდა. ყველა მომხმარებელმა მოაწერა ხელი, რომ აღნიშნული ნივთები მიიღეს და ისინი არ დაზიანებულა ხანძრის შედეგად”, – განაცხადა „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები