LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენების მოძრაობა” ხელისუფლებას თბილისში პარკირების პრობლემის გამო აკრიტიკებს

91

თბილისელების ჯიბიდან ამოღებული პარკირების სააბონენტო საფასურის და ჯარიმების 60% თბილისის ბიუჯეტში ირიცხება“, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა, განაცხადა.

შერგელაშვილის თქმით, ქალაქში< ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად< კიდევ უფრო პრობლემატური ხდება პარკირების პრობლემა.

“პარკირების სააბონენტო საფასურის და ჯარიმების 60% თბილისის ბიუჯეტში ირიცხება. ამ გზით, 2014 წლიდან დღემდე თბილისის ბიუჯეტში 21 მილიონ ლარზე მეტია შესული. ხელისუფლება ვალდებულია, თბილისელებს აუხსნას, რატომ არ მოხმარდა ეს თანხა სწორედ პარკირების პრობლემის მოგვარებას”,  –  განაცხადა შერგელაშვილმა.

მისივე ცნობით, დედაქალაქში, დაახლოებით, 500 000 ავტომანქანა მოძრაობს, ხოლო პარკირების ადგილების რაოდენობა ყოველ 10-12 ავტომობილზე მხოლოდ 1 საპარკინგე ადგილი მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები