LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენგენის ზონაში გადაადგილებაზე შეზღუდვები ქართველ ემიგრანტებს არ შეეხება – არჩილ თალაკვაძე

64

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ მესაზღვრეს საქართველოდან დროებით გასვლისას მოქალაქის შეჩერებაზე სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია არ ექნება, რადგან შესაბამისი კრიტერიუმები კანონში მკაფიოდ გაიწერება.

არჩილ თალაკვაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებს არ ეხებათ.

„შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუკი მას წესრიგში არ აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები.ასევე, დასჯადი ხდება საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ ტრეფიკინგის რისკებსაც შეიცავს. აღნიშნული მექანიზმები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.

კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც მათ უხდებათ. ამიტომაც, უზენაესი კანონის რანგში ავიყვანეთ სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს ჩანაწერი პირველად 2018 წელს იქცა კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად. განაცხადა თალაკვაძემ.

კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირის ბოლომდე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები