LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი ფილტვები მიყვარს, შენი დიაფრაგმა მიყვარს…“ – მომღერალი ბიჭუნათი აღფრთოვანებული პირველი ლედი

87

გორელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა მართლაც შეძლო „ნიჭიერის“ ჟიურის, დამსწრე მაყურებლისა და ტელემაყურებლის გაოცებაც თავისი წკრიალა ხმით. 10 წლის ბიჭუნა დიდ ოჯახში ცხოვრობს, ჰყავს ოთხი დედმამიშვილი. ყველა მის საგულშემატკივროდ ჩამოვიდა თბილისში, შესარჩევ ტურზე, სადაც ბიჭუნამ ნამდვილი ფურორი მოახდინა.

მას შემდეგ, რაც მან სიმღერა დაასრულა, კომენტარი „ნიჭიერის“ ჟიურის წევრმა, მაკა ჩიჩუამ გააკეთა: „შენი ფილტვები მიყვარს, შენი დიაფრაგმა მიყვარს, შენი იოგები მიყვარს, ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებ საზოგადოებას…“

ალექსანდრემ, რასაკვირველია, ჟიურის სხვა წევრების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა, მათ შორის ნიკა გვარამიასგან, რომელმაც აღნიშნა, რომ ალექსანდეს აქვს პოტენციალი, გახდეს საოპერო შემსრულებელი.

ალექსანდრე დიდი ზარზეიმით გადაიყვანეს შემდეგ ტურში.

https://www.youtube.com/watch?v=TanHkJ1WHoo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები