LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი გულისთვის” – ჯგუფი „ირიაო” ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას დღეს ჩაწერს

89

ევროვიზია 2018-ზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო” ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას დღეს ჩაწერს. „შენი გულისთვის” – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კომპოზიტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა.ჩაწერები კინოსტუდიის ხმის ჩამწერ სტუდიაში მიმდინარეობს.სიმღერის ჩაწერაში ცოცხალი ორკესტრი მონაწილეობს, რომლის დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია.

ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია.

ცნობისთვის, ჯგუფ “ირიაოს” მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი დავით მალაზონიაა,რომელიც, ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად  მიიჩნევა , რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა.  ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით, დაარსდა ანსამბლი „ირიაო“ და მათ დებიუტს 2013 წელს დამსახურებული აღიარება მოჰყვა.

2018 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო” მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 10 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში იმღერებს. ევროპული მუსიკის კონკურსი მაისში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები