LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მამი” – ზაზა სარალიძე სკოლის დაწყებას ემოციური პოსტით ეხმიანება

80

ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის მამა ზაზა სარალიძე, სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, “ფეისბუქზე” ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

“შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მამი. ერთმანეთს მოუყვებიან ვინ სად გაატარა ზაფხული და იამაყებენ თავიანთი ისტორიებით.

შენ კი ცივ მიწაში წევხარ მამი ჩემო სადისტურად მოკლულო ვაჟკაცო.

ნუ გეშინია მამი არ ხარ მანდ მარტო, მე ხო მუდამ შენთან ვარ მამი.

შენ ლამაზ სულს ვენაცვალე მამი” – წერს ზაზა სარალიძე.

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე, დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გაიხსენა. პრეზიდენტი 51-ე სკოლაში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ამ ტრაგედიამ ყველა უფრო კეთილი უნდა გახადოს.

ვრცლად იხილეთ: ამ ტრაგედიამ ყველა უნდა გაგვზარდოს – პრეზიდენტმა სასწავლო წლის დაწყება 51-ე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები