LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შექმნეს თეფში, რომელიც საკვებს 30 კალორიას აკლებს (ვიდეო)

37

ტაილანდში შექმნეს თეფში, რომელიც საკვებს 30 კილოკალორიას მოაკლებს. ქვეყნის ჯანმრთელობის მხარდამჭერმა ფონდმა გადაწყვიტა, ტაილანდში სიმსუქნის პრობლემის დასაძლევად ასე იბრძოლოს.

თეფშს 500 მცირე ზომის ღრმული აქვს, სადაც ულუფიდან 7 მილილიტრი ცხიმი დაილექება, რაც 30 კალორიის ეკვივალენტია.

„ტაილანდური საჭმელი ძალიან გემრიელია, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ცხიმიანი. კალორიული სამზარეულოს გამო ტაილანდელები მეორე ადგილზე არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჭარბი წონით, წონა კი ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის, როგორიც არის ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი, არტერიული წნევა და ა.შ.“- ნათქვამია თეფშის სარეკლამო რგოლში.

https://www.youtube.com/watch?v=A75YCBz9wv0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები