LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შექმნიან თუ არა კოალიციას “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები”?

63

2016 წლის არჩევნების მთავარი საკითხი იქნება 5, 6, 7 პარტიიდან, რომლებიც არიან ძალიან კონკურენტუნარიანები და მოხვდებიან პარლამენტში, რა კონფიგურაციის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა, დავით ბერძენიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით,  “ქართული ოცნების” მხრიდან ყოველგვარი საუბარი, რომ პარლამენტში 95 თუ 100 მანდატს მოიპოვებენ, არ არის კვალიფიციური მიდგომა.

“ყველა ნიშანია, რომ ბევრი პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს, მათ შორის რესპუბლიკელები. ამის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიწყებთ კონსულტაციებს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნაზე. ყველა საარჩევნო სუბიექტი არის ჩვენი კონკურენტი, თუმცა ზოგიერთთან გავქვს ინტერესების მეტი თანხვედრა, მაგალითად “თავისუფალ დემოკრატებთან”, ზოგთან სრული მიუღებლობა – ესენია არადასავლური, პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ითანამშრომლებს თუ არა “რესპუბლიკური პარტია” მომავალ პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან”, დავით ბერძენიშვილის განმარტებით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება “ოცნების” ახალი შემადგენლობა.

“ფაქტია, რომ “ოცნება” ვერ ახერხებს განახლებას და პარტიაში ისევ იქნება შევარდნაძე-აბაშიძის დროსა და პირობებში გამოჩენილი პოსტსაბჭოთა ელიტა” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რაც ეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის მიერ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებას, დავით ბერძენიშვილის თქმით, მის მიმართ “რესპუბლიკელებმა” ზომიერი შეფასებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეს იყო შეცდომა და აღარ ჩაუღრმავდნენ.

პოპულალურები