LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერიგდებიან თუ არა ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი?

555

ლათინური გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ენტონის კოცნამ საფუძველი ახალ ჭორს დაუდო – გაჩნდა ვერსია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ ერთად არის. ზოგიერთი დასავლური გამოცემა კი ირწმუნება, რომ მარკ ენტონი თავისი შვილების დედასთან ურთიერთობის აღდგენას გეგმავს. მით უმეტეს, რომ ჯენიფერ ლოპესი ცოტა ხნის წინ დაშორდა ბოიფრენდს, კასპერ სმარტს.

ცოლ-ქმარი, რომელიც ერთად 2011 წლიდან აღარ არიან, ამჟამად ახალ საერთო ესპანურენოვან ალბომზე მუშაობს. ენტონის მეგობრის თქმით კი, მათ შორის არანაირი რომანტიკული ურთიერთობა აღარ არის და მათ ეს ეტაპი დიდი ხნის წინ გაიარეს, ამჟამად კი ახლო მეგობრები არიან.

შეგახსენებთ, რომ წყვილს საერთო ტყუპი, ემა და პაქსი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები