LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სტოუნი უცნობ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს

238

მსახიობი შერონ სტოუნი პაპარაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტია და გამუდმებით უთვალთვალებენ. რამდენიმე დღის წინ 58 წლის მსახიობი მათ ბევერლი ჰილზზე მდებარე სილამაზის სალონში დააფიქსირეს. მათთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, რომ შერონი მარტო არ იყო, მას უცნობი მამაკაცი ახლდა თან.

უცნობი მოთმინებით ელოდა, სანამ სტოუნს მისთვის არ ეცალა. პერიოდულად მიდიოდა მასთან და ხუმრობით ართობდა, მის ნათქვამზე კი სტოუნი გულიანად იცინოდა.

სალონიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი ჩახუტებული დადიოდა ქუჩაში და არც ფოტორეპორტიორების კამერების წინ პოზირებაზე ამბობდა უარს.

ვინ იყო სტოუნის კომპანიონი, ჯერ-ჯერობით ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს, ამიერიდან კი პაპარაცები მსახიობზე თვალთვალს მეტ დროს დაუთმობენ.

20162806-sharon-1

20162806-sharon-2

20162806-sharon-3

20162806-sharon-4

20162806-sharon-5

20162806-sharon-6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები