LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნმა პრემიერაზე ახალი შეყვარებული გამოაჩინა (ფოტო)

84

შერონ სთოუნი ნიუ-იორკში HBO-ს ახალი სერიალის, „მოზაიკის“  პრემიერას დაესწრო. 59 წლის ლამაზმანი თეთრ შარვალში, შავ როლინგსა და კუბოკრულ პალტოში გამოწყობილი გამოჩნდა საზოგადოებასთან. ყველაზე საინტერესო კი მსახიობის თანამგზავრი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც სთოუნმა საჯაროდ აკოცა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შერონ სთოუნის პირად ცხოვრებში არაფერი ხდება, ამ ფაქტმა მედიაში არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია. უნცობი მამაკაცის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სტივენ სოდენბერგის უახლეს სერიალში მოქმედება მობილური აპლიკაციის საშუალებით ვითარდება. სოდენბერგი გვაჩვენებს, როგორ მიმდინარეობდა საბავშვო მწერლის, ოლივია ლეიკის მკვლელობის გამოძიება. მთავარ როლს სერიალში შერონ სთოუნი ასრულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები