LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნმა შვილები გამოაჩინა (ფოტო)

269

მსახიობი შერონ სთოუნი ამჯერად ლოს-ანჯელესის აეროპორტში გამოჩნდა. 57 წლის მსახიობი შვილებთან, 15 წლის როანთან და 9 წლის ქუინთან ერთად გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ შერონ სთოუნი შვილებს არიდებს მედიას და მათთან ერთად იშვიათად ჩნდება. გარდა ამისა, შერონს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც ამჯერად ფოტოებზე ვერ მოხვდა. სთოუნი ჯინსებსა და შავ სვიტერში იყო წარმოდგენილი, ასევე სპორტული სამოსი ეცვათ მის ვაჟებსაც.

შერონ სთოუნისთვის 2016 საკმაოდ დატვირთული წელიწადი  იქნება. ის ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, მათ შორისაა ფილმი „დედის დღე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები