LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია, ფრაქციის თავმდჯომარემ გარიცხვის შესახებ საკითხი დააყენოს – ნუკრი ქანთარია

38

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას, განცხადებით, უმრავლესობას ერთგვარი გამოფხიზლება სჭრიდება. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას ქანთარიამ ემოციური და ნაჩქარევი უწოდა. მისივე თქმით, პრობლემა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის საკითხი, თუ ვინ იქნება ბორდში.

ნუკრი ქანთარიამ ე.წ. „გასარიცხ სიაზეც“ ისაუბრა.

„გასარიცხ სიაში რამდენი ადამიანია, ზუსტად არ ვიცი, ალბათ 4-5, მეც შევდივარ ამ სიაში. ახლა ცოტა მძიმე მუხლებით დაიწყო ამაზე საუბარი, თუ ეს ასეთი მძიმე შემთხვევაა, შესაძლებელია, ფრაქციის თავმდჯომარემ დააყენოს გარიცხვის შესახებ საკითხი, უმრავლესობასაც შეუძლია ამ საკითხის დაყენება. თუ უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს, ეს უკვე სხვა საქმე იქნება.  მე მგონია, რომ ეს 4-5 ადამიანი გამოხატავს უმრავლესობის განწყობას, ამ შემთხვევაში, ამაში მართლა ვარ დარწმუნებული იმიტომ, რომ ამის თაობაზე საუბრები მართლაც გვაქვს. ასე რომ, ყველამ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს თავში, რა შეცდომები დავუშვით,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. „გასარიცხ სიაში“ შედიან ეკა ბესელია, ნუკრი ქანთარია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, დავით ჭიჭინაძე და ზაზა პაპუაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ სიის პირველი სამი წევრი პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან. სიის წევრების შესახებ ინფორმაცია ნუკრი ქანთარიამ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები