LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია თუ არა აუტიზმის დიაგნოზის მოხსნა – მედეა ზირაქაშვილის რეკომენდაციები

880

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ აუტიზმის შესახებ გარცელებულ ყველაზე აქტუალურ თემებსა და ცნობადობის ამაღლების აუცილებლობას დაეთმო.  რამდენად შეუძლია პლანშეტს, ტელეფონს, ტელევიზორს აუტიზმის გამოწვევა და სპექტრის ნიშნების ჩამოყალიბება; რაზეა დამოკიდებული დიაგნოზის საბოლოდ  მოხსნა  და რა შედეგები აქვთ ბავშვებს, რომლებსაც შესაბამისი თერაპია ადრეულ ასაკში დაიწყეს; რა კავშირშია მძიმე მეტალები აუტიზმთან; რა ეტაპზეა უახლესი კვლევები აუტიზმის დიაგნოსტიკასა და მედიკამენტოზური თერაპიის ნაწილში –  ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ აუისტური სპექტრის დიაგნოზმა იმატა. რეალურია ეს, თუ იმატა დროულმა მომართვიანობამ  და ხალხი პრობლემაზე ღიად ალაპარაკდა?

აუტიზმთან დაკავშირებით  2010  წლის შემდეგ სტატისტიკა არ შეცვლილა.  2010 წელს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 68 ბავშვიდან ერთს ჰქონდა აუტიზმის სპექტრის აშლილობა. დღეს სტატისტიკა იგივეა, ამიტომ ასეთი დიდი შფოთვა ვფიქრობ, გადაჭარბებულია. რაც შეეხება თავად ტერმინის უფრო ხშირად გამოყენებას, კი ნამდვილად დღეს ბევრს და ღიად ვსაუბრობთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, გაცილებით მაღალია სოზოგადო აქტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

https://www.youtube.com/watch?v=v-adOwbOJp8&feature=youtu.be

როდესაც გამომწვევ მიზეზებზე ვსაუბრობთ, შირად გვემის, რომ პლანშეტი და ციფრული ტექნოლოგიები პირ კავშირშია აუტიზმთა, რეალურად რამდენად შეუძლია პლანშეტ, ტელეფონს, ტელევიზორს აუტიზმის გამოვევა და სპექტრის ნიშნების ჩამოყალიბება?

როგორც წესი, ბევრი მითი ვრცელდება ხოლმე მაშინ, როდესაც არ ვიცით ზუსტი მიზეზი. აუტიზმი სწორედ ამ დიაგნოსტიკური კატეგორიების ჯგუფს მიეკუთვნება. დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ აუტიზმის წარმოშობაზე, როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობისა და რისკ ფატორების ურთიერთქმედების შედეგზე.კვლევებით გამოვლენილ რისკ ფაქტორებს შორის ,რაც უნდა ბევრი ვეძებოთ ლიტერატურაში  ვერსად ვერ ვნახავთ ასე ხაზგასმით გამოყოფილ ციფრულ ტექნოლოგიებს-მოაზრებულს რისკ ფაქტორად.შესაძლებელია ციფრულ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობამ  დაამძიმოს სიმპტომატიკა,მეტად მოხდეს ინტერესთა სფეროს შევიწროვება , მეტად იზოლირდეს ბავშვი, მაგრამ ის რომ ტელევიზორმა და კომპიუტერმა“ დამართა აუტიზმი“, რაც ხშირად მომისმენია მშობლების კომენტარიდან – მხოლოდ ისტერიის ნაწილი მგონია.მეტი კვლევებია საჭირო ამ კორელაციის საფუძვლიანად შესასწავლად, რადგან დღესდღეობით მსგავსი კვლევების მნიშვნელოვანი დეფიციტია, მაგრამ რაც უკვე არის, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების და აუტიზმის ,როგორც მიზეზ- შედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ ცალსახად მითითებული ნამდვილად არ არის.საინტრესოა, რომ ბოლო პერიოდში, გაიდლაინების ტონიც შემსუბუქდა და თუკი ადრე მითითებული იყო, რომ გაჯეტი ბავშვისთვის საერთოდ არ შეიძლებოდა,ამჟამინდელი მოწოდებაა,რომ აკრძალვის ნაცვლად ეკრანთან გატარებული დრო,გონივრულად და ზომიერად გამოიყენოს. მთავარია, რა შინაარსი მიეწოდება ბავშვს.

მოხსნილი დიაგნოზების შესახებ მინდა გკითხოთ, რაზეა დამოკიდებული დიაგნოზის საბოლოდ  მოხსნა  და რა შედეგები აქვთ ბავშვებს, რომლებსაც შესაბამისი თერაპია ადრეულ საკში დაიწყეს?

თუ გადავხედავთ 70-იანი წლების მონაცემებს, ვნახავთ, რომ მაშინ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს დიაგნოზი მოხსნას ექვემდებარებოდა. მაშინ საუბრობდნენ, რომ ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. 2013 წელს პირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს განცხადება 19 წლიანი დაკვირვების შედეგად გაკეთდა. კვლევას ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, კატერინა ლორდი ხელმძღვანელობდა. შედეგები დაიბეჭდა „ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის“ ჟურნალში (JOURNAL OF CHILD PSYCHOLOGY AND PSYCHIATRY DECEMBER 2013 Impact Factor: 6.46) აქ საუბარი იყო, რომ შემთხვევათა 9%-ში შესაძლებელია დიაგნოზი მოიხსნას. ამავე პერიოდში დებორა ფეინი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, პირველად იწყებს საუბარს „ოპტიმალურ გამოსავალზე“. ოპტიმალური გამოსავალი არის მდგომარეობა, რომელსაც მაღალი ინტელექტის მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანი აღწევს. ამ დროს იმდენად მსუბუქდება აუტიზმის სპექტრის აშლილობის სიმპტომები, რომ ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში  ხელი არ ეშლება. ცხადია შეიძლება რჩებოდეს სხვა პრობლემა, მაგალითად პრაგმატული ენის დარღვევები,  იმპულსურობა, შფოთვა, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა.

დღეს თავისუფლად ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია დიაგნოზის მოხსნა.ძალიან  დიდ პროფესიონალიზმს და საკითხის ყოველმხრივ ცოდნას მოითხოვს „ოპტიმალური გამოსავლის“  დადგენა და ბავშვისა და მოზარდისთვის სერვისების შეწყვეტა.ერთია, როდესაც ადრეულ ასაკში დაწყებული თერაპიის ფონზე ვიღებთ სასურველ შედეგს სოციალურ- კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესების კუთხით და მეორეა ოპტიმალური გამოსავალი თავისი სერვისების შეწყვეტით.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუტიზმის სპექტრის დროს ბავშვებს თავისი სიმძიმისა და განვითარების მხრივ უნდა მივაწოდოთ თერაპიული სერვისი და სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა განვითარების დონეზე ეს მეთოდები და სპეციალისტები სხვადასხვაა და მულტიდისციპლინური.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დიაგნოზის მოხსნა არ არის მარტივი. დიაგნოზის მოხსნა არ ხდება 2-3 წელიწადში, ეს მრავალწლიანი დაკვირვების შედეგია.

თქვენ გამოაქვეყნეთ ორი ძალიან საინტერესო ბლოგი უახლესი კვლევების შესახებ, სადაც სისხლის ანალიზის მიხედვით აუტიზმის დიაგნოსტიკასა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტოზური თერაპიის ჩართვაზე იყო საუბარი

2018 წლის თებერვალში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ( FDA), ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად, დაიწყო სერიოზული კვლევების ციკლი მედიკამენტზე, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეყურებს.2020 წლისთვის დაიდება საბოლოო შედეგები, რამდენად მნიშვნელოვნად შეუძლია მედიკამენტმა გააუმჯობესოს სოციალურ- კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს.გამოცდის პირველი ეტაპი მედიკამენტმა ზრდასრულებზე უკვე გაიარა, ახლა საუბარია იმაზე, რომ ის ბავშვებსა და მოზარდებზე გამოიცადოს და დადასტურდეს მისი ეფექტურობა.ამ დრომდე არავინ   იცის, თუ რა მექანიზმით მუშაობს ის.

არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც წინა კვლევა. დიდი ბრიტანეთისა და ბოლონიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გამოიკვლიეს 35 ტიპური განვითარებისა და 31 აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და შეადარეს მათი სისხლისა და შარდის ანალიზები. აღმოჩნდა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების სისხლი შეიცავდა დიდი რაოდენობით დაზიანებული ცილის დაშლილ პროდუქტს- დითიროზინს , ტიპური განვითარების  ბავშვების სისხლთან შედარებით.ადრეა ჯერ საუბარი იმაზე, რომ ეს პროდუქტია სწორედ ეტიოლოგიური ფაქტორი- აუტიზმის და მკვლევარები თვითონ ბევრს საუბრობენ კვლევის ნაკლოვანებებზე,მაგრამ ვფიქრობ,რომ მაინც ძალიან საინტერესო კვლევაა.

კიდევ ერთი პოპულარული თემა არის მძიმე მეტალები და მათი გავლენა აუტისტური სპექტრის აშლილობზე …

ვფიქრობ, რომ მხოლოდ მძიმე მეტალების კონცენტრაციის მატება სისხლში, რომ განაპირობებდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის ესოდენ მრავალფეროვან კლინიკას, ძალიან ადვილად დასამტკიცებელი იქნებოდა ეს ფაქტი მეცნიერთა მიერ,თმითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა რაოდენობის ფინანსები და ადამიანური რესურსი იხარჯება აუტიზმის სპექტრის აშლილობის ეტიოლოგიური ფაქტორის ძიებაზე.

ძალიან ხშირად გვესმის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ექმნებათ პრობლემები ბაღში, რეალურად როგორი უნდა იყოს გარემო ამ დროს ბავშვებისთვის და არის თუ არა საჯარო  ბაღები სოციალური უნარების განვითარებისთვის კარგი ადგილი?

ბავშვები, რომლებსაც აუტიზმის სპექტრის აშლილობა ან ნებისმიერი ტიპის განვითარების დარღვევა აქვთ, უნდა იზრდებიდნენ და ვითარდებიდნენ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე, რომლის მთავარი ნიშნებიც არის კომუნიკაციის და სოციალიზაციის დეფიციტი, თუ არ დავეხმარებით მას ბავშვებთან ინტეგრირებაში ძალიან დიდხანს დაკავდება მისთვის სასურველი აქტივობით, იზოლირებულად ითამაშებს და ვერ მივიღებთ იმ მნიშვნელოვან ეფექტს, რისთვისაც მიგვყავს ბაღში ბავშვი.ვფიქრობ , რომ ინფორმირებული კადრების დეფიციტი ნამდვლად არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ პედაგოგები არ ცდილობენ, უბრალოდ სასურველია მეტი დრო  ეთმობოდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის უნარების განვითარებას პროფესიულ წრეებში.ასევე მშობელს შეგვიძლია მივცეთ  რჩევა: თუ არის შესაძლებლობა ბავშვის ბაღისთვის მოსამზადებლად, მე ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას: ჯერ დავიწყოთ ქცევითი თერაპია, მეტად მიმღები გავხადოთ ბავში სწავლებისადმი ,ჩამოვაყალიბოთ საწყისი სოციალური უნარები, ვიმუშაოთ იმიტაციის უნარზე,ჩამოვაყალიბოთ მარტივი ინსტრუქციული კონტროლი და შემდეგ უფრო მარტივად მოხდება მისი ბაღში ადაპტირება, თუ ამის არც ტექნიკური, არც ფინანსური შესაძლებლობა არ არსებობს, რა თმა უნდა სახლში დასმას, სჯობს, რომ მიიყვანოს ბაღში.

ქცევითი პრობლემები, ყურადღების დეფიციტი, დაგვიანებული მეტყველება, ჰიპერაქტიულობა – ეს ის ხშირი სიმპტომებია, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებში თითქმის ყველა ნაბიჯზე გვხვდება. სად გადის ზღვარი აუტიზმსა და სხვა ტიპის განვითარების ეტაპების შეფერხებას შორის და რა დროს გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება?

სწორედ ამის გამო ხშირია დაგვიანებით მომართვა, რადგან მშობელი ფიქრობს, რომ ის რაც მის შვილს ახასიათებს, აღენიშნებათ სხვა ბავშვებსაც. შესაძლოა, სიმპტომები ერთნაირი იყოს, აქ საუბარია სხვადასხვა სფეროებში სირთულეების ერთობლიობასა და ინტენსივობაზე და ფუნქციონირების დონის დარღვევაზე.  შესაძლოა, ყველა ბავშვი აწყობდეს მწკრივში სათამაშოს, მაგრამ მისთვის სათამაშოს გამოყენება მხოლოდ ასეთი სტერეოტიპული მიდგომით თუკი შემოიფარგლება, ეს პრობლემაა. შეიძლება ბავშვი არ ლაპარაკობდეს,მაგრამ დავალების შესრულებაში მას ხელს რა უშლის. თუკი არ მეტყველებს ბავშვი, მიმიკა-ჟესტებით უნდა ჩაანაცვლოს  მეტყველების დეფიციტი. თუკი ბავშვი ბევრს ტრიალებს, ირიბი მზერით აკვირდება საგნებს, აქვს უმიზეზო სიცილის ეპიზოდები, ახასიათებს სიხარულის დროს მოჭარბებული მოძრაობები – რა თქმა უნდა, ეს არ არის ტიპური განვითარების ნიშნები. რომ შევაჯამოთ -ბავშვს,  რომელსაც  არ უჩნდება სურვილი მშობელს გაუზიაროს სიხარული, ან რომელსაც აქვს მზერითი კონტაქტის,  სოციალური ღიმილის დეფიციტი, არ რეაგირებს სახელით დაძახებაზე, სიხარულზე, აქვს მოჭარბებული მოტორული აქტივობა – ამ სიმპტომებზე მშობელმა ადრეულ ასაკში უნდა გაამახვილოს ყურადღება და მიმართოს სპეციალისტს.

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები