შესაძლებელია თუ არა ორსულობამდე სქესის დადგენა და როდის ინიშნება საკეისრო კვეთა

პოპულარული

შესაძლებელია თუ არა ორსულობამდე სქესის დადგენა და როდის ინიშნება საკეისრო კვეთა

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ორსულობის მართვის აუცილებელ კომპონენტს, რადიოლოგიურ კვლევას მიეძღვნა. საჭირო და აუცილებელი ვიზიტები რადიოლოგთან, რა ინფორმაციას გვაძლევს 3D და 4D კვლევები, აუცილებელია თუ არა გენეტიკური ტესტები, რა ვადაზე ხდება სქესის დადგეგნა და რა არის საკეისრო კვეთის პირდაპირი ჩვენება ორსულებში –  ამ და სხვა საინტერესო თემებზე სტუდიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ექიმმა-რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ ისაუბრა.

რეალურად, რამდენი ვიზიტია საჭირო ორსულობისას ექიმ რადიოლოგთან და აუცილებელია თუ არა ვიზიტი მაშინ, თუკი ორსულობა ჯერ არ არის, მაგრამ დგას დღის წესრიგში?

პირველი ვიზიტი აუცილებელია მენსტრუალური ციკლის 6-7 დღის გადაცდენის ვადაზე, ანუ როდესაც უნდა დავადგინოთ სად არის ორსულობა ლოკალიზებული, არის საშვილოსნოს ღრუში, თუ არის მილში ან სადმე ატიპიურ ადგილზე. ამის შემდეგ არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ოთხი აუცილებელი ვიზიტი, რომელიც უფასოა და ვიზიტების ეს რაოდენობა ფიზიოლოგიური ორსულისთვის აბსოლუტურად საკმარისია. თუმცა, ბევრი დედა ოთხი ვიზიტით არ კმაყოფილდება და ახორციელებს 6-8 და მეტ ვიზიტსაც. ორსულობის დადგენის შემდეგ პირველი ვიზიტი ხორციელდება 11-დან 14 კვირამდე, შემდეგ არის 18-დან 22 კვირამდე, 30 კვირაზე და თუკი სამეანო თვალსაზრისით ექიმს დასჭირდება, ბოლო ვიზიტი 36 კვირაზე ხორციელდება.

ექიმ რადიოლოგთან პირველი ვიზიტი ახსენეთ, როდის უნდა ისმინებოდეს გულის ცემა და არსებობს თუ არა ინდივიდუალური თავისებურებები?

შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში იყოს გვიანი ჩასახვა და ამიტომ ამ საკითხის იგნორირება არაფრით არ შეიძლება – ემბრიონი ცოცხალია, ჩვენ კიდევ არაპროგრესირებად ორსულობას ვწერთ. რადგან ოვულაცია გათვალისწინებულია მეთოთხმეტე დღეს, არ ნიშნავს, რომ ყველა ქალს ოვულაცია მეთოთხმეტე დღეს აქვს. ამიტომ, როდესაც ვაკეთებ ფოლიკულის მონიტორინგს, ოვულაციის დღეებს სულ სხვადასხვა პერიოდში ვხედავ. რაც შეეხება ორსულობამდე კვლევას, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი. პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდესაც რაიმე პათოლოგია შედგება. ორსულობის დაგეგმვა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შეგიძლიათ ამ თემაზე ცალკე სპეციალისტი მოიწვიოთ და მთელი გადაცემა დაუთმოთ.

თქვენმა პაციენტებმა კარგად იციან, როგორ გამოიყურება მათი პატარა….

აპარატურებს შორის გასნხვავება ნამდვილად არის, არის 3D და 4D აპარატურა. რას ნიშნავს ეს. 3D აპარატურა არის მოცულობითი გამოსახულება, ხოლო 4D კი ნიშნავს, რომ მოცულობითი გამოსახულება კონკრეტულ მომენტს ასახავს. აპარატურის საშუალებით ხდება ურთულესი დაავადებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტირება. არა მგონია თბილისში სადმე წინა თაობის აპარატები იყოს შემორჩენილი.

გვსმენია, რომ ხშირი ვიზიტით შეიძლება ვავნოთ ნაყოფს, იქნებ განგვიმარტოთ, რატომ ფიქრობენ ასე?

კვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ეს დამტკიცებულია. თუ პაცინტს არ სჭირდება, ჩემი აზრით, ზედმეტად ექოსკოპიური კვლევის ჩატარება სასურველი არ არის. როდესაც ორსულს აქვს შფოთვის სინდრომი, ვერ ისვენებს, აინტერესებს როგორ არის მისი შვილი, ამ დროს ეს მდგომარეობა უფრო მეტ ზიანს აყენებს მას, ვიდრე რადიოლოგიური კვლევა.

აისახება თუ არა სტრესი რადილოგიური კვლევისას?

განწყობა ოსრულობისას აუცილებლად ახდენს გავლენას. არავინ თქვას, რომ სტრესი ნაყოფზე გავლენას არ ახდენს. გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც იწვევენ შფოთვას,  ამიტომ აუცილებელია ვაკონტროლოთ პაციენტის მდგომარეობა. უმჯობესია, ორსულმა მიმართოს ექიმს და არ ებრძოლოს თავად.

კისრის ნაკეცი – რეალურად რა ინფორმაციას გვაძლევს რიგით მეორე ვიზიტი რადიოლოგთან?

არის სპეციალური ცხრილი, რომელიც მოგვიწოდებს, როგორი უნდა იყოს ნორმა და ნორმის ზემოთ ან ქვემოთ მიღებული შედეგი უკვე საფრთხილოა და საჭიროებს დამატებით კვლევებს. რატომ მაინცდამაინც 12 კვირაზე? იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ვადაზეა კისრის ნაკეცის სიგანის განსაზღვრა ინფორმატიული, ამავე ვადაზე უნდა გაიზომოს ცხვირის ძვალიც, თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ნაციონალური კუთვნილებაც.

გენეტიკურ ტესტებზე ვისაუბროთ…

გენეტიკური ტესტები ორჯერადად კეთდება და ნორმის ზედა ზღვარზე აცდენა ან ქვედა ჩამოცდენა ექიმისა და პაციენტის შფოთვას იწვევს, ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე პათოლოგიასთან. ორმაგი და სამმაგი ტესტები არ არის 100%-იანი გარანტი ჯანმრთელი, ან არაჯანმრთელი ბავშვისა. ნერვული მომენტი ორსულს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს. თუკი ექიმი ჩათვლის საჭიროდ, უნდა გაკეთდეს ამიოცენტეზი რაც 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ნაყოფს არ აქვს რაიმე ქრომოსომული პათოლოგია.

არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი, როდესაც რეკომენდებულია ყველა ამ ტესტის ჩატარება?

ყველასთვის ეს აუცილებელი არ არის, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მათთვის არის რეკომენდებული, ვისაც დატვირთული ანამნეზი აქვს. ასევე მათთვის, ვისაც აქვს დიდი ასაკი, ან პატარა ასაკი.

ბევრისთვის სიახლეა, რომ როგორც დიდი, ისე პატარა ასაკი არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ იმატებს გენეტიკური პათოლოგიები – 17 წელს ქვემოთ და 35 წლის ზემოთ.

ტესტები აუცილებლად უნდა გაკეთდეს და ვიმოქმედოთ პასუხების მიხედვით.

შეუძლია თუ არა ორსულს დაორსულებამდე ხელი შეუწყოს ორგანიზმს, რომ აირიდოს თავიდან პათოლოგიები?

აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან, რომელიც დაგეგმავს ორსულობას, მისცემს სპეციალურ მედიკამენტებს, დაუწესებს კვების რეჟიმს და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა განწყობა აქვს ორგანიზმს მაშინ, როდესაც ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა.

რას ნიშნავს ჭარბი წყლებისა და წყლების სიმცირის მდგომრეობა?

ჭარბწყლიანობაც და მცირეწყლიანობაც არის იმის გამოვლინება, თუ რა ხდება ნაყოფის ირგვლივ. ჭარბწყლიანობა შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის გენეტიკური პათოლოგიებით. მაგალითად საყლაპავის ატრიზიის დროს დარღვეულია წყლის ყლაპვა, რაც ჭარბწყლიანობას იწვევს. რაც შეეხება მცირეწყლიანობას, მასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს ძალიან საშიშია. ორივე მდგომარეობა შეიძლება შეჭიდული იყოს განვითარების თანდაყოლილ მანკებთან. თუკი ეს გამოირიცხა, შეიძლება უწყინარი ინფექციის შედეგი იყოს, მაგალითად გაციება, ჰერპეს ვირუსი და ა.შ. ორსულები ამ დროს ნუ შეშინდებიან, რომ მაინცდამაინც გენეტიკურ პათოლოგიასთან აქვთ საქმე. ხდება წყლის შეწოვაც და გამოყოფაც, ანუ ცვალებადია პროცესი.

რადიოლოგიაში არსებობს დამატებითი კვლევებიც…

ფერადი დოპლერი დღეს ფართოდ გამოიყენება, რადგან ვაკვირდებით, რა სიჩქარით მიეწოდება დედისგან სისხლი ნაყოფს. კეთდება 22 კვირის ვადიდან, თუმცა, უფრო მეტად ინფორმატიული არის 30 კვირის შემდეგ. რამდენჯერმეა სასურველი მისი ჩატარება. დოპლერის საშუალებით კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილი არაერთი ნაყოფი გადარჩენილა. დოპლერული მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

კარგად მიმდინარე ორსულობისას, როდესაც გვაქვს გრიპის შემთხვევა, ან რაიმე სხვა ინფექციური დაავადება, ამ დროს თუ არის სასურველი რადიოლოგიური კვლევა?

შეიძლება ამ დროს სურათი ცუდისკენ შეიცვალოს, არ არის საჭირო მწვავე ფაზაში მისვლა რადიოლოგთან, როდესაც ალაგდება ყველა სიმპტომი, სწორედ შემდეგ არის საჭირო რადიოლოგიური კვლევის ჩატარება. შველა შესაძლებელია იმუნიტეტის ამაღლებით და ბევრი სხვა საშუალებით.

ხშირად გვესმის ტერმინი ტონუსი, არის თუ არა ეს პათოლოგიური მდგომარეობა და არის თუ არა პირდაპირი ჩვენება იმისა, რომ ორსული იმყოფებოდეს სახლში?

ჩვენს ქვეყანაში ტონუსის ჰიპერდიაგნოსტიკას აქვს ადგილი, ეს ჩვენი რადიოლოგიური სამსახურის სუსტი წერტილია. ტონუსის გარეშე კუნთი არ არსებობს, თუ ადამიანი ცოცხალია, მაშინ კუნთი აუცილებლად ტონუსშია. მომატებული ტონუსი არ ნიშნავს ნაადრევ მშობიარობას. თუ თქვენ დაგიფიქსირდათ ჰიპერ ტონუსი, შეიძლება 10 წუთში ნორმა ტონუსი დაგიფიქსირდეთ.

დამოკლებული ყელის სიგრძე, არის თუ არა ეს პირდაპირი ჩვენება ნაადრევი მშობიარობისა?

იმიტომაც ვადგენთ ყელის სიგრძეს, რომ არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობა და პრაქტიკაში მიღებული ყველა საშუალებით ვეცადოთ მივიყვანოთ ორსულობა ბოლომდე.

პლაცენტის წინამდებარეობა – არის თუ არა კიდევ უფრო ხშირად რადიოლოგთან ვიზიტი საჭირო?

პლაცენტის წინ მდებარეობა ადვილი არ არის, შეიძლება ბევრი გართულება გამოიწვიოს. პლაცენტის წინ მდებარეობის დროს ორსულმა გინეკოლოგის ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. უფრო მეტად მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივად არაწინმდებარეობით ორსული. ელემენტარულმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება განაპირობოს სისხლდენა და შესაბამისად ნაადრევი მშობიარობა.

ძალიან მნიშვნელოვანია სქესის თემა, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ გვიან ვადაზე უთხრათ ორსულს ნაყოფის სქესი?

სქესის დიაგნოსტიკა პირადად ჩემთვის შესაძლებლია 12 კვირამდე. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან ადრეულ ვადაზე ხდება დიაგნოსტიკა, მეორე მხრივ კი აქვს უარყოფითი მხარეც, რომ შემდეგ არ მოხდეს ორსულობის შეწყვეტა სქესის გამო. მე პირადად მიმაჩნია, რომ სქესის თქმა ამ ვადაზე პრობლემას არ გადაჭრის, ჩემი აზრით საჭიროა მოსახლეობის შეგნების ამაღლება.

ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ 12 კვირის ორსულობის ვადაზე ნაყოფი არის ადამიანი, პიროვნება, მას თითის ანაბეჭდიც კი აქვს და მისი სიცოცხლის შეწყვეტა არის ვანდალური აქტი.

აკრძალვას ყოველთვის კანონის დარღვევა მოყვება. არ იტყვის ერთი, ორი რადიოლოგი, მაგრამ იტყვის მესამე.

არის თუ არა შესაძლებელი სქესის დაგეგმვა?

სქესის დაგეგმვა შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერებისას, ეს რეალურია. ბებიების მიერ რაღაც საშუალებებით სქესის გამოთვლა ადამიანების გამოგონილია და რეალობასთან კავშირში არ არის.

რა დროს არის საკეისრო კვეთა პირდაპირი ჩვენება?

ნაყოფი შეიძლება ნებისმიერ მომენტში შემოტრიალდეს, ის ცოცხალი არსებაა. თუკი 30 კვირის შემდეგ ნაყოფი არის მენჯით წინ მდებარეობით, ორსულს ვუნიშნავთ მონიტორინგს და არა საკეისრო კვეთას. ძალიან ხშირად, ნაყოფი შემოტრიალებულა და თავით წინ მდებარეობა დაფიქსირებულა. 38 კვირის ვადაზე უნდა გაკეთდეს ბოლო რადიოლოგიური კვლევა და ნაყოფის წონისა და დედის მენჯის ზომების გათვალისწინებით დაიგეგმოს საკეისრო კვეთა.

ხშირია პრაქტიკაში ჩივილი, როდესაც ნაყოფი წონით ან ჩამორჩება, ან უსწრებს ვადას…

აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი როგორც ჭარბი, ისე მცირე წონის დროს, თუმცა გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებები, დასაშვებია ორი კვირის დისონანსი. ორი კვირით მეტი ცდომილებისას კი სხვა ფაქტორების გაკონტროლებაც უნდა მოხდეს.

ვიზიტი მშობიარობის შემდეგ– რამდენ ხანში უნდა მივიდეს ქალი ექიმთან?

ჩვენს ქვეყანაში ეს აუცილებელი არ არის, თუმცა 40 დღის შემდეგ სასურველია გინეკოლოგთან და რადიოლოგთან ვიზიტი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაშია საშვილოსნო.

გაიხსნა გაგუას კლინიკის ახალი შენობა, რა შეიცვალა?

ნამდვილად არაჩვეულებრივი, თანამედროვე შენობაა, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მისი არქიტექტურული განლაგება კი ისეთია, რომ ყველა ნორმას აკმაყოფილებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ექსკლუზივი /

|

13 აპრილი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => genrieta-gagoshidze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 122629
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => genrieta-gagoshidze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 122629
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => genrieta-gagoshidze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => genrieta-gagoshidze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (122629) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (15074,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 147931
                    [post_author] => 4
                    [post_date] => 2017-07-20 18:03:48
                    [post_date_gmt] => 2017-07-20 14:03:48
                    [post_content] => ოთხშაბათს 19 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ფიტოთერაპიას მიეძღვნა. მცენარეებით მკურნალობა, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. როგორც წესი, ფიტოთერაპიას პაციენტები მაშინ მიმართავენ, როცა ტრადიციული მედიცია მკურნალობისას შედეგს არ იძლევა. რა დაავადებების დროს არის ეფექტური მცენარეებით მკურნალობა, რა შედეგები აქვთ პაციენტებს უმძიმესი დაავადებებთან ბრძოლის პროცესში და რაში მდგომარეობს ფიტოთერაპიის უნიკალური ეფექტის საიდუმლო – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში ექიმმა-ფიტოთერაპევტმა, დავით ვაშაძემ ისაუბრა.

ბატონო დავით, რა არის ფიტოთერაპია და საიდან იღებს ის სათავეს? 

ფიტოთერაპია ერთ-ერთი უძველესი დარგია, თერაპია ნიშნავს ყველაფერს შინაგანს, ფიტო კი მცენარეს. საუკუნეების განმავლობაში დაიხვეწა ეს დარგი, შეგროვდა ბევრი საინტერესო რეცეპტი. საქართველოში მხოლოდ ხუთი წიგნი შემოგვრჩა და  თითოეული მათგანი უნიკალურია. ჩინური და ქართული მედიცინა ნამდვილად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. წინა საუკუნეებში მარტივი იყო ინფორმაციის, რეცეპტების გაცვლა. რაც შეეხება ქიმიური და მცენარეული წამლების დაპირისპირებას, კვალიფიციურ ექიმს შეუძლია დანიშნოს ან ქიმიური მედიკამენტი, ან სხვადასხვა მცენარით ააწყოს წამალი. სასურველია პაციენტისთვის კეთდებოდეს ინდივიდუალური წამალი. დღეს საქართველოში ყველაფერს ერთი წამლით მკურნალობენ. წამალი ყველა კარგია, თუ ის ხარისხიანია, შეირჩევა დროულად და სწორად. სეფსისს რომ ბალახებით უმკურნალო, ეს სრული იდიოტობა იქნება, ადამიანი დაიღუპება...

რატომ არის ფიტოთერაპია ეფექტური მაშინ, როდესაც  ქიმიურ მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს? 

ხდება პაციენტთან გასაუბრება, ირკვევა, ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა კვლევაში, შესაბამისად არასწორად ინიშნება წამალიც. ზოგ შემთხვევაში მედიკამენტი უხარისხოა და ა.შ. წინათ ყველა ახალი წამლის გამოცდა მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა. დღეს უამრავი ახალი მედიკამენტი შემოდის, ძალიან კარგი ანოტაცია აქვს და არის სრულიად უშედეგო. ძვირი წამალი - იმედია ეს ფრაზა აღარ იარსებებს და ადამიანს ექნება საშუალება მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით შეიძინოს წამალი.



რა დაავადებების დროს მოდიან ადამიანები თქვენთან?

კარგი შედეგგი რომ მიიღო, აუცილებელია კვლევა იყოს ჩატარებული ზუსტად. მარტივად ექვემდებარება მკურნალობას ალერგია, ყაბზობა, დიარეა, დერმატიტები, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ეს უკვე დიაგნოზია  და მას შესაბამისი პროგრამული მკურნალობა სჭირდება, თუმცა შეგვიძლია მივეხმაროთ, რომ არ დაზიანდეს სხვადასხვა ორგანო. თუ თირკმელკენჭოვანი დაავადებაა, გააჩნია რა ეტაპზე მოხვდება პაციენტი ჩვენთან. ასევე, ეფექტურია ფიტოთერაპია ძილის პრობლემებისას, წნევის დარეგულირებისას, თუმცა, თუ არ არის ჰიპერტონია. მინდა ასევე ვთქვა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის, მთავარია დროული მკურნალობა. იმ დროს, როდესაც პაციენტი იკეთებს ქიმიოთერაპიას და აქვს ტოქსიკური გამოვლინება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, თუკი წარმოიქმნება კუჭის მოქმედების პრობლემა, ფიტოთერაპია ეფექტურია, მაგრამ ის, რომ გააქრო სიმსივნური წარმონაქმნი, ასე არ ხდება. თუ ქიმიოთერაპიისას ვარდება თრომბოციტები, ან ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, სრულიად შესაძლებელია უმოკლეს ვადაში მდგომარეობის გაუმჯობესება.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები აქვს, რომ  ექიმთან სიარული არ დასჭირდეს? 

რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მომრავლდა ბავშვების მიერ წონის დაკლებისთვის დიეტების დაცვა. ადამიანის ორგანიზმი ყალიბდება 23-25 წლამდე და თუკი ის მკაცრ დიეტაზეა და არასრულფასოვნად იკვებება, ჩამოუყალიბდება არაჯანსაღი ორგანო, არ იქნება ჯანსაღი კანის, თმის, კბილის ტრუქტურა. ორგანიზმს შეუძლია მოინელოს ყველაფერი, გარდა ქიმიური დანამატებისა და საღებავებისა. კონსერვანტდამატებული პროდუქტი ასევე რთული მოსანელებელია. დილით გაღვიძების შემდეგ აუცილებელია წყლის დალევა და მცირე საუზმის მიღება, ასევე, აუცილებელია სადილის მიღება. იმდენი პრობლემა მოიხსნება ამ დროს, რომ ექიმთან დიდ ხანს აღარ წახვალთ.



რას იტყვით ბავშვებზე, რომლებსაც გამუდმებით აწუხებთ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები?

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ალერგიულ ასთმური ბრონქიტი, ჭეშმარიტი ასთმა ბავშვებში ძალიან იშვიათია. ეს გამოწვეულია მედიკამენტით, ან გარემოთი და ა.შ. რთულია განიკურნოს სეზონური ალერგია. რაც შეეხება მზის, კვებით, მედიკამენტოზურ, მტვრის ალერგიას, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

უშვილობის პრობლემა...

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მთავარია დადგინდეს სწორი სტრატეგია. ხდება გასაუბრება და დგინდება პრობლემა. შეიძლება იყოს ატიპიური საშვილოსნო, ფოლიკულის არ მომწიფება, ფარისებრის პრობლემა და ა.შ. მე ვიცი ვინ უნდა მივიღო და ვისთან მაქვს შედეგი. კარგი შედეგები გვაქვს ლაქტაციის პერიოდში რძის მოყვანისას, რძის შეწყვეტა არ შემიძლია, სამწუხაროდ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ ძალიან კარგი შედეგი მოკლე დროში - ვადებზე ვისაუბროთ.... 

ყველა ექიმს მკურნალობის თავისი სტრატეგია აქვს. მაგალითად ერთი კვირა მკურნალობს, შემდეგ რამდენიმე დღე ისვენებს, რომ სიტუაცია სწორად შევაფასოთ. მაგალითად თირკმელ–კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, გააჩნია, როგორია კენჭის შემცველობა, ზოგ შემთხვევაში ერთ კვირაში იშლება, ზოგჯერ კი თვეზე მეტია საჭირო. თუკი პაციენტს კუჭის წყლული აქვს, მხოლოდ ბარიუმით ჩატარებული კვლევა ბოლომდე ინფორმაციული არ არის, უმჯობესია ენდოსკოპიური კვლევა იყოს. ინფორმაციის შეგროვების შედეგად ვადგენთ მცენარეული თუ ქიმიური მედიკამენტი სჯობს და ა.შ.



საშარდე გზების ინფექციებსა და ფილტვების პრობლემას თუ მკურნალობთ?

გააჩნია მდგომარეობას. ორი ერთნაირი წამალი არ გამიკეთებია, ყველას სჭირდება განსხვავებული წამალი. ბალახი არაფერს გავნებს, ეს სწორი არ არის, შეიძლება პაციენტი ქიმიურ მედიკამენტს იღებდეს და მცენარეულმა წამალმა ის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნოს. რაც შეეხება ფილტვების პრობლემას, ანთებას, ბრონხიტებს - კარგი შედეგი გვაქვს. ტუბერკულიოზის შემთხვევაში, ფიტოთერაპიას კარგი შედეგი აქვს კომპლექსურად, ქიმიურ წამლებთან ერთად.

თუ არის შემთხვევები, როდესაც საბოლოოდ აღმოფხვერით ის დაავადება, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში ებრძვის?

რა თქმა უნდა. ბევრ შემთხვევაში ასეა, მაგალითად ქრონიკული დიარეა, ყაბზობა, თორკმელ-კენჭოვანი დაავადებები, ტუბერკულიოზი, პარაზიტულ ჭიები, ალერგიები... ზოგ შემთხვევაში ძალიან ბევრი გართულების არიდება შეიძლება. რა თქმა უნდა, მყავს ონკოლოგიური პაციენტები, თუმცა გააჩნია რა პრობლემაზე ვმკურნალობთ. მივმართავ ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, დროული ჩარევა ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ, ონკოლოგია ისე დაიხვეწა, რომ ყოველწლიურად ძალიან კარგი შედეგებია, მე კი ადამიანებს მდგომარეობის შემსუბუქებაში ვეხმარები.



სიმპტომი, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს - ნევროზი.. თქვენ ამ მიმართულებით ბევრი პაციენტი გყავთ...

უნდა შეფასდეს პაციენტის კატეგორია და ნევროზის გამომწვევი ფაქტორი. შეიძლება ზოგჯერ ვურჩიო პაციენტს, რომ ფსიქიატრს მიმართოს. გააჩნია ასაკს, გარემოს... თუკი ადამიანს რაიმე პრობლემა მოეხსნება, თავისთავად მას ნევროზიც აღარ აქვს. საჭიროა ინდივიდუალურად ფაქტის განხილვა და მკურნალობის შერჩევა. რაც შეეხება შფოთვას ბავშვებში, ეს მარტივი მოსაგვარებელია, თუკი უძილობით არის გამოხატული. თუ ადამიანი დღის განმავლობაში მშვიდად იქნება, მას ძილიც კარგი ექნება. ჩვენ პრობლემას საძილე საშუალებებით კი არ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ ზოგადად ნერვული მდგომარეობის გაუმჯობესებით, რაც ძილზეც აისახება. შეიძლება ადამიანი დღის განმავლობაში იყოს მშვიდად, კარგად და მხოლოდ ძილი უჭირდეს, ამ დროს შეგვიძლია მივცეთ საძილე საშუალება.

ჰორმონალური პრობლემები - ფრაზა, რომელიც ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში...

გააჩნია რა ეტაპზე მოვა პაციენტი, თუ ეს არის ფოლიკულის არ მომწიფება, მაღალი პროლაქტინი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. მე აუცილებლად მივცემ მას სწორ მიმართულებას.

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/ekimebi-19-ivlisi.mp3"][/audio]
                    [post_title] => როგორ ვიმკურნალოთ, როცა მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს – ცნობილი ფიტოთერაპევტის, დავით ვაშაძის რჩევები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => rogor-vimkurnalot-roca-medikamentebs-shedegi-ar-moaqvs-cnobili-fitoterapevtis-davit-vashadzis-rchevebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2017-07-20 18:06:25
                    [post_modified_gmt] => 2017-07-20 14:06:25
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=147931
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 145944
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2017-07-13 16:49:03
                    [post_date_gmt] => 2017-07-13 12:49:03
                    [post_content] => 12 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ თმის ცვენის პრობლემას დაეთმო. როდის და რატომ უნდა მივმართოთ თმის ცვენისას სპეციალისტს, როგორც გავმიჯნოთ რა სახის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე, რას გულისხმობს ტერმინი თმის გადანერგვა, როგორ მიმდინარეობს პროცედურა და რა შედეგებია ამ მხრივ საქართველოში – ამ და სხვა საინტრესო თემებზე დღეს ნატა ხარაშვილის გადაცემაში კლინიკა „თალიზის“ პლასტიკურმა ქირურგმა ეკა ყანდიაშვილმა ისაუბრა.

 ქალბატონო ეკა, დავიწყოთ გადაცემა კლინიკის ისტორიით, რამდენი ხანია რაც „თალიზი“ არსებობს ქართულ ბაზარზე და ამ დროის მანძილზე როგორია მიღწეული შედეგები?

 კლინიკა „თალიზი“ დაარსდა 1998 წელს. მას შემდეგ კლინიკაში 10 000-ზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული. პირველი ოპერაცია 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს კი უფრო რთული ოპერაცია შეგვიძლია 3-4 საათში გავაკეთოთ. კლინიკა „თალიზი“ პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში. კლინიკიდან გასული პაციენტი აუცილებლად თავდაჯერებულია. ზოგადად, თმის გადანერგვის ოპერაცია მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, მაგალითად აშშ-ში წელიწადში 300 000-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ტარდება.

 რა არის თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რა როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი და  ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები?

 თმის ცვენის რამდენიმე ტიპი არსებობს და ყველა მათგანს თავისი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირი არის ანდროგენული ტიპის თმის ცვენა. ანდროგენული ტიპის თმის ცვენას იწვევს მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დამთრგუნველი მოქმედება შუბლისა და თხემის არეებში არსებულ თმის ფოლეკულებზე. ჰორმონების მოქმედებით, ეს ფოლეკულები თანდათან გაიწოვებიან და იღუპებიან. ჰორმონალური ფონი ახასიათებს ყველა მამაკაცს, თუმცა იღუპებიან ის ფოლეკულები, რომლებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილნი თმის ცვენისკენ.

ვისაუბროთ იმ ძირითად მეთოდებზე, რასაც კლინიკა „თალიზი“ პაციენტებს სთავაზობს 

არსებობს ორი სახის მკურნალობა, ოპერაციული და არაოპერაციული. როდესაც აგრესიულად მიმდირებს თმის ცვენა, მკურნალობა ოპერაციულია და ხდება კეფაზე ჯანსაღი თმის ძირების მოძიება და გამელოტებულ ადგილებზე ჩანერგვა. როდესაც პაციენტს დიფუზური ცვენა აწუხებს და არ აქვს თმის ცვენის კონტურები შემოსაზღვრული, მას მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება. რჩევა და გადაწყვეტილება ჩვენ უნდა შევთავაზოთ პაციენტს, ის თავად ვერ განსაზღვრავს, რა სახის მკურნალობა სჭირდება მას.

რა ეტაპის გავლა უწევს პაციენტს ოპერაციამდე და როგორ მიმდინარეობს ის?

ოპერაცია ძალიან ადვილად გადასატანია, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და მოიცავს სამ ეტაპს: პირველი ეს არის მიკროხვრელების ფორმირება, მეორე გახლავთ ჯანსაღი ფოლეკულების მოძიება კეფის არეში და მესამე ეტაპი გახლავთ მოძიებული ფოლეკულების ჩანერგვა შემელოტებულ ადგილებში. პროცედურას სულ სამი-ოთხი საათი სჭირდება. შედეგი შვიდი–რვა თვის შემდეგ დგება, რადგან ფოლეკულების ამოსვლა იწყება ორი თვის შემდეგ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სახლში მიდის. რაც შეეხება დიფუზურ ცვენას, საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა. კეთდება პლაზმოლიფტინგი, რომელიც თვეში ერთხელ. იფილტრება ვენიდან აღებული სისხლი, ის შეიცავს უხვი რაოდენობით ვიტამინებსა და ამინომჟავებს, სულ 3-4 კურსია საჭირო. არაჩვეულებრივია მეზოთერაპია, კეთდება ინექციის სახით კვირაში ორჯერ 2-3 კვირის განმავლობაში. პაციენტებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ.

დამოკიდებულია თუ არა შედეგი ადამიანის  თმის სტრუქტურაზე?

დიახ, რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია.

აქვს თუ არა შედეგისთვის მნიშვნელობა, რამდენად დროულად მოვა პაციენტი თქვენთან?

არსებობს სიმელოტის შვიდი ხარისხი. პირველიდან მეხუთე ხარისხის ჩათვლით არაჩვეულებრივ შედეგებს ვიღებთ, კეფის არეში მარაგიც ბევრია და შედეგიც შთამბეჭდავია. როდესაც საუბარია მეექვსე-მეშვიდე ხარისხის სიმელოტეზე, გადასანერგი ფართობი დიდია, რესურსი კეფის არეში კი ცოტაა, ამიტომ პაციენტებს ვაფრთხილებთ, რომ შეიძლება დასჭირდეთ განმეორებითი ოპერაცია, რაც გულისხმობს ფოლეკულების მოპოვებას სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, სადაც არის მდგრადი ჯანსაღი თმის ფოლეკულები. თუმცა, ყველაზე კარგი მაინც კეფის არეში არსებული ფოლეკულებია.

იმატა თუ არა მომართვიანობამ?

დიახ, რა თქმა უნდა. ადრე ქართველ მამაკაცებს ესირცხვილებოდათ კიდეც კლინიკაში მოსვლა. ახლა ისეთივე აქტუალურია თმის გადანერგვა, როგორც სტომატოლოგთან იმპლანტის გაკეთება. ახლა ამ წუთებში, როდესაც ჩვენი ეთერი მიმდინარეობს, „თალიზში“ ტარდება ოპერაცია, რომელსაც ავსტრალიელი და ამერიკელი ექიმები ესწრებიან. ისინი ჩვენს კლინიკაში ტრენინგის კურსს გადიან და ვფიქრობ, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი.

როგორ გრძელდება ცხოვრება გადანერგვის შემდეგ და სჭირდება თუ არა თმას განსაკუთრებული მოვლა?

ადამიანის ცხოვრება ისევე გრძელდება გადანერგვის შემდეგაც, როგორც მანამდე. არანაირი განსაკუთრებული მოვლა არ არის საჭირო.

„თალიზი“ არის პირველი კლინიკა, რომელიც გრძელი თმის გადანერგვას სთავაზობს პაციენტებს...

თმის გადანერგვის დროს ხდება თმის ღერების შემოკლება 1 მილიმეტრამდე, რომლებიც შემელოტებულ ადგილებში უნდა გადმოვიტანოთ, შესაბამისად, გადანერგვის არეში თმა არც კი ჩანს. გრძელი თმის გადანერგვა ნიშნავს იმას, რომ არ ხდება ღერების შემოკლება და პაციენტი უკვე ხედავს შედეგს.

ქალბატონებს ძალიან უყვართ საკუთარ თავზე ზრუნვა.  ვიცი, რომ რამდენიმე სახის შეთავაზება აქვს „თალიზს“ ქალბატონებისთვის?

მამაკაცებზე მეტი შეთავაზება ქალბატრონებისთვის გვაქვს. ქალბატონებშიც აქტუალურია ანდროგენული ტიპის თმის ცვენა და ვითარდება შუბლისა და თხემის არეების გამელოტება. ამ დროს ქალბატონებს სჭირდებათ გადანერგვა. გვაქვს კიდევ ერთი სახის მკურნალობა, ტრაქციული ალოპეცია, რომელიც გავრცელებულია მოცეკვავეებში, რადგან თმის აქაჩვა უწევთ. საფეთქლის არეებში თმა აღარ ამოდის. ამ დროსაც ხდება თმის გადანერგვა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად ტარდება. ხშირად მოგვმართავენ ქალბატონები წარბების კორექციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ადრე წვრილი წარბი იყო მოდაში, ახლა კი პირიქით, მისი გასქელება სურთ, ან აქვთ სქელი წარბი, მაგრამ სურთ ფორმის შეცვლა. ერთმა პაციენტმა ისიც კი მითხრა, რომ გაფრენილი წარბის ფორმა ყოფილა მოდაში... აქაც პროცედურა ანალოგიურად მიმდინარეობს, ხდება ფოლეკულის გადანერგვა კეფის მიდამოდან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თმა წარბის მიდამოში გრძელი იზრდება და მას დროდადრო შესწორება სჭირდება.

რას იტყვით თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებზე, რომლებიც აფთიაქებში მრავლად იყიდება?

მართალია მათ პირველადი მოქმედება არ ახასიათებთ, მაგრამ მეორადი ეფექტი არაჩვეულებრივია. თუკი ეს საშუალებები ბუნებრივია, შეიცავენ ვიტამინებს, აუმჯობესებენ თმის ხარისხს, ნამდვილად კარგია.

თქვენ გყავთ ბევრი პაციენტი სხვადასხვა ქვეყნიდან...

ხშირად გვეკითხებიან, რომ ალბათ დაბალი ფასების გამო ჩამოდიან უცხოელები საქართველოში, თუმცა, ეს ასე არა რის. აქ ჩვენი საერთაშორისო იმიჯის, მაღალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გამო ჩამოდიან. მასშტაბური ოპერაციები უკვე ნაკლებ დროში ტარდება. იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოდიან, შედეგის მისაღებად რამდენიმე ოპერაციას აკეთებენ, ჩვენთან კი ერთ ოპერაციაში ვიღებთ საუკეთესო შედეგს. ფოლეკულების ამოღება მიმდინარეობს სათითაოდ და ძალიან მოკლე დროში ვიღებთ რეკორდულ რაოდენობას. გვაქვს უნაწიბურო მეთოდი და ესეც ძალიან იზიდავთ უცხოელ პაციენტებს. როდესაც პაციენტი ახალგაზრდაა და ვხედავთ, რომ მაღალი ხარისხის სიმელოტე ეწყება, არ არის აუცილებელი ფოლეკულური გაერთიანებების სათითაოდ ამოღების მეთოდით ოპერაციის გაკეთება. დიდი რაოდენობით თმის გადანერგვა ამ საშუალებით ვერ მოხერხდება, ამ დროს საჭიროა ზონრის მეთოდით ოპერაციის გაკეთება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი და ჩემი კოლეგების სურვილია კლინიკა „თალიზი“ იქცეს მრავალპროფილიან, ფართომასშტაბიან საერთაშორისო დონის კლინიკად.

რა რეკომენდაციებს მოგვცემდით თმის მოვლისას?

ჩვენთან კონსულტაცია უფასოა და ყველა პაციენტს სწორ მიმართულებას შევთავაზებთ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი დიფუზური ცვენა ყველა ადამიანს აქვს, თუმცა, როდესაც შემელოტებული ადგილების საზღვრები იკვეთება და თმის ცვენა აგრესიული ხდება, ადამიანი უნდა მოვიდეს კონსულტაციაზე და შესაბამის მკურნალობას შევთავაზებთ.

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/EKIMEBI-TALIZI-12-IVLISI.mp3"][/audio]

 
                    [post_title] => როგორია თმის გადანერგვის საუკეთესო მეთოდები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => rogoria-tmis-gadanergvis-sauketeso-metodebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2017-07-13 16:52:05
                    [post_modified_gmt] => 2017-07-13 12:52:05
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=145944
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 144097
                    [post_author] => 4
                    [post_date] => 2017-07-06 15:35:02
                    [post_date_gmt] => 2017-07-06 11:35:02
                    [post_content] => 5 ივლისის გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ცხელი ზაფხულის ყველაზე მწვავე პრობლემებს დაეთმო. როგორც ავაცილოთ პატარებს მზის მავნე ზემოქმედება, რამდენად საშიშია მწერის ნაკბენი და რა სახის რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს ამ დროს,  რა სიმპტომებით ვლინდება ნაწლავური ინფექციები და რა არის მათი გამომწვები მიზეზი, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს და რა უნდა წავიღოთ სააფთიაქო ჩანთით, როცა ბავშვთან ერთად დასასვენებლად მივდივართ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“.

ქალბატონო ინგა, რას მოვარიდოთ ბავშვი  გაუსაძლისი სიცხეების დროს? 

ძალიან დაცხა და გაგვიჩნდა საზრუნავი, თუ სად გავიყვანოთ ბავშვი, თუ ვერ გაგვყავს, როგორ დავიცვათ სიცხეებისგან თბილისში. ყველას არ შეუძლია ძვირადღირებულ კურორტებზე წასვლა, თბილისის გარეუბანში, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ბავშვი გაარიდოთ სიცხეს. ბავშვებს უნდათ თავისუფლება, ჰაერზე თამაში და ძალიან განიცდიან, როდესაც სახლში არიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბავშვის თუნდაც პარკში გაყვანა, რადგან სიცხე მაინც ძლიერია, თამაშით გართული პატარა არ ითხოვს წყალს და ხდება გაუწყლოვანება, ირღვევა სითხის მიღებისა და გაცემის ბალანსი, ოფლიანობასთან ერთად იწყება მიკროელემენტების კარგვა. ბავშვს არ აქვს წყურვილის შეგრძნება, ან არ სურს დრო დაკარგოს. შეიძლება ზაფხულში არ დავაძალოთ საკვების მიღება, მაგრამ წყლის მიღება აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ. არ არის სასურველი, გაზიანი სასმელების მიღება, უმჯობესია წყალი. კატეგორიული ვერ ვიქნები, ვერ შეუზღუდავ მცირე რაოდენობით ლიმონათს, ან ტკბილეულს, ეს ერთგვარი ძალადობაა ბავშვსა და მის ორგანიზმზე. უნდა ვაკონტროლოთ, რა რაოდენობით იღებს სითხეს და რა რაოდენობით გამოყოფს. სითხის გამოყოფა ხდება კანის ზედაპირიდანაც ოფლის სახით და მცირდება შარდის გამოყოფა. 
აუცილებელია ბავშვს თავზე ეფაროს კეპი ან პანამა, ეცვას ღია ფერის სამოსი, საღამოს საათებში კი თხელი, გრძელმკლავიანი სამოსი, რადგან აქტიურდებიან მწერები, განსაკუთრებით კი კოღოები.
როგორც წესი კბენისთვის მდედრი კოღოა საშიში, მას ხორთუმისებრი პირის აპარატის აგებულება აქვს და ბავშვის ხორცს ჩაეჭიდება ხოლმე, ამიტომ შეიძლება გაჩნდეს პაპულა, ჰიპერემიული უბანი და შიგნით განვითარდეს პატარა ჩირქოვანი თავი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის იმუნური სისტემა გააქტიურდა იმ ტოქსინი მიმართ, რომელიც ბავშვის ორგანიზმში კოღომ შეუშვა. პირველ რიგში, კოღოს ნაკბენისას უნდა დავაკვირდეთ, როგორი რეაქცია აქვს ორგანიზმს. შეიძლება, იყოს ადგილობრივი რეაქცია, რომელიც ჰიპერემიითა და ქავილით გამოიხატება, ან - უფრო მძიმე შედეგი მოყვეს და ანაფილაქსიით გამოიხატოს. ყველა ნაკბენის შემთხვევაში საჭიროა ცივი კომპრესი, ან ყინულოვანი პარკი. თუკი ნაკბენი ზომაში იზრდება და იწყება ქავილი, უნდა მივაღებინოთ ანტიჰისტამინური საშუალება და მივმართოთ ექიმს. კოღოები სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, მაგალითად ლეიშმანიოზის. მისი სიმპტომებია მაღალი ცხელება, ახასიათებს ცხელება ერთსა და იმავე დროს, ჰემოგლობინის დავარდნა და ზოგადი სისუსტე. შევეცადოთ, რომ წყალსატევეთან ახლოს, ღამის საათებში არ გვყავდეს ბავშვები. უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ მზისგან გამოწვეულ მავნე ზემოქმედებაზე,  რა სიმპტომები ახასიათებს მზის დაკვრას და რა პირველადი დახმარების გაწევა  შეგვიძლია ამ დროს? კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 11:00დან 17:00 საათამდე ბავშვის გარეთ გაშვება არ შეიძლება, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს მზის დაკვრა. მინდა განვმარტო, რა იწვევს მზის დაკვრას.
როდესაც ბავშვი იმყოფება მზეზე, იწყებს ოფლიანობას და არ იღებს სითხეს, ამ დროს სისხლი სქელდება და ამ პერიოდში წნევის დაცემაც კი შეიძლება მოხდეს. პირველი სიმპტომები ასეთია: თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ან ღებინება, ცივი ოფლი, ზოგადი სიფერმკრთალე.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ბავშვი რა თქმა უნდა ჩრდილში უნდა გადაიყვანოთ, დატვირთოთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით, შუბლზე დაააფაროთ ცივი ტილო, გააგრილოთ მაქსიმალურად, თავიდან ბოლომდე გავახვიოთ წყლიან ზეწარში. თუ ეს მსუბუქი მზის დაკვრაა, ყველა სიმპტომი გაივლის. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, კანი ჰიპერემიულია, აქვს შეუპოვარი ღებინება, მომენტალურად უნდა მივმართოთ ექიმს და გადავიყვანოთ კლინიკაში. ძალიან ხშირია კითხვები მწერებისგან დამცავ საშუალებებზე, რომელია მათაგნ ყველაზე ეფექტური? აუცილებელია ბავშვი რამენაირად დავიცვათ მწერებისგან. პირველ რიგში საჭიროა კარებსა და ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეები და ეს ძალიან ეფექტურია. არსებობს სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, სახელწოდებებს არ დავასახელებ, მაგრამ კოლოფზე უნდა იყოს წარწერა, რომ უსაფრთხოა ბავშვისთვის. უმჯობესია ქაფის, ან სპრეის სახით მივასხათ სხეულზე. მართლა უსაფრთხოა ე.წ. ელექტრო მოწყობილობები, რომლის გარშემოც მწერები ვერ ჩერდებიან. არსებობს ბუნებრივი საშუალებებიც, მაგალითად რეჰანის ნახარში, მიხაკ–დარიჩინი, ევკალიპტის ზეთი ან ქაფურის სპირტი, რომელიც გამოიყენება ხოლმე კანში შესაზელად. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ბავშვებს, რომლებსაც ობსტრუქციული მდგომარეობა აქვთ გამოხატულება, მძაფრი სუნებისგან უნდა დავიცვათ. ბუნებრივი რეპელენტების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვს ალერგია არ აქვს. საშიშია თუ არა ბავშვებისთვის ღია აუზები? მივესალმები აუზებს, თუმცა ჩემთვის ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს სიფრთხილესა და ზომიერების დაცვას. ცოტა ხნის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვს ანაფილაქსიური შოკი დაემართა აუზზე, რაც სადეზინფექციო საშუალებებმა გამოიწვია. შეგვიძლია ვატაროთ ბავშვები აუზზე, თუმცა არ არის აუცილებელი იყოს სახელგანთქმული აუზი, სახლშიც შეგიძლიათ გააგრილოთ ბავშვები. მთავარია არ გადაცივდეს ბავშვის ორგანიზმი, მიაქციეთ ყურადღება, თუკი ბავშვი დაიწყებს კანკალს ან მიიღებს ციანოზურ ელფერს. ძალიან ცხელი მდგომარეობიდან ცივში გადაყვანა, განსაკუთრებით გაუკაჟებელ ბავშვებში ცუდად მთავრდება ხოლმე. ყველაზე ხშირად ბავშვი ექიმთან ზაფხულში ნაწლავური ინფექციების გამო ხვდება, რა იწვევს ამ ინფექციებს და რატომ აქტიურდება ეს პრობლემა ზაფხულში? ჯერ მინდა გავაკეთო განმარტება ტერმინის ენტეროვირუსი. ეს სულაც არ არის ნაწლავურ სინდრომთან დაკავშირებული და არ არის ღებინებით ან დიარეით გამოხატული. ენტეროვირუსი იწვევს მაღალ ცხელებას, ჩირქოვან ანგინას, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, კანზე გამონაყარით მიმდინარეობს და ა.შ. დღეს მომართვიანობა ნამდვილად ნაწლავური ინფექციების გამოა. საუბარია როტა და ნორო ვირუსებზე, რომლებიც ისევე მიმდინარეობს, როგორც სხვა ვირუსული ინფექციები, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. ამჟამად, როტო ვირუსებზე ხდება ვაქცინაცია და შედარებით შემცირდა.
ნაწლავური ვირუსისთვის დამახასიათებელია პირღებინება და დიარეა. საშიშია გაუწყლოვანება, უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენად სხვამს სითხეს, თუ აქტიურია, არ არის მივარდნილი, არ ტირის ცრემლის გარეშე, არ ვითარდება ძილიანობა, მას არ სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა.
დღეს ძალიან ხშირია კვებითი ტოქსიკოინფექციები, რაც ჭუჭყიანი ხელის სინდრომთან არის დაკავშირებული. ხშირად დაბანეთ ხელები, მაშინაც კი, თუკი ვიღაც ხელზე მიეფერა. ყურადღება მიაქცით იმას, თუ როგორ ინახება რძის პროდუქტები, შეზღუდეთ კრემიანი პროდუქტის მიცემა, არ აიღოს ბავშვმა გაურეცხავი ხილი, დამდუღრეთ და შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ტოქსიკო ინფექციას ახასიათებს შეუპოვარი რეაქცია და დრო სჭირდება მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუკი ბავშვს ჩაიყვანთ ზღვაში, ამოყვანისთანავე დაამუშავეთ მისი ხელები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით. მე სამ წლამდე ასაკის ბავშვს არ ვუწევ რეკომენდაციას, რომ ის მშობელმა ზღვაზე წაიყვანოს. ეს ჩემი კაპრიზი არ არის, ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ზღვა სუფთაა, ბავშვებს სამ წლამდე აკრძალვები რთულად ესმით. ვისაუბროთ ჭიებზე და მის სიმპტომებზე, რამდენად მასიურია ეს პრობლემა და რა უნდა ვიცოდეთ ჭიების შესახებ? ბავშვებში ხშირია ჭიით ინვაზია და ხშირად მშობელიც ვერ აკონტროლებს ყოველ ფეხის ნაბიჯს. მშობლების მოსაზრებით, თუკი ბავშვს უსიამოვნო სუნი აქვს, ან კბილებს აკრაჭუნებს, ან პირიდან ნერწყვის გადმოდენა აქვს, ე.ი. ას ჭიები ყავს. ეს არის მითები და ჭიებთან არ არის კავშირში. უფრო ახლოს არის სიმართლესთან, თუკი ბავშვი ტაკოს იფხანს, რაც შეიძლება მახვილა ჭიებით იყოს გამოწვეული. პირიდან უსიამოვნო სუნი ყველა ადამიანს აქვს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ღამით ხდება სუნთქვის შედეგად ლორწოვანი გარსის გამოშრობა. უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირ-ხახაში არსებული ანთებითი პროცესი, რა დროსაც ბაქტერიები ილექება ენაზე და ხშირად ბავშვებს ვუხეხავთ კბილებს, მაგრამ არა ენას. ასევე, მუცლის ტკივილი ბავშვს შეიძლება მრავალი მიზეზის გამო ჰქონდეს და არ არის აუცილებელი, რომ ეს ჭიის გამო იყოს.
თვითნებურად არ შეიძლება ჭიის საწინააღმდეგო წამლის მიცემა, რადგან ყველა მათგანი ტოქსიკურია და ბავშვის ღვიძლს დიდი ზიანი ადგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც კი ვიცით ზუსტად არის თუ არა ჭიით ინვაზია.
ამბობენ, რომ არსებობს სხვადასხვა ბუნებრივი პროფილაქტიკური საშუალება, მაგალითად, თითქოს, გოგრის თესლი ახდენს დეტოქსიკაციას, კი ბატონო მიირთვას, თუ ალერგია არ აქვს. ბოლო დროს აქტიური გახდა ტკიპებისა და გველების თემაც, რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს? როდესაც ბავშვები გაგვყვავს დასასვენებელ ადგილებში, დაბრუნებისას უნდა დავათვალიეროთ ბავშვის კანი, ხომ არ აქვს სხეულზე ტკიპა, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად შეაცოცდეს და თავით ჩაღრმავდეს კანში. ტკიპამ შეიძლება გამოიწვიოს უამრავი დაავადება, მათ შორის ტკიპისმიერი ენცეფალიტი. თუ დაინახეთ ტკიპა, აუცილებლად უნდა მოაცილოთ. მოცილება არ უნდა მოხდეს ხელით, უნდა დავადოთ ზეითუნის ზეთის, ან ქაფურის ზეთის ტამპონი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მოშორდება. თუმცა, ყველაზე მარტივია, დედამ მთლიანობის დაურღვევლად, პინცეტით, თავის ნაწილში ჩაჭიდებით მოაძროს. შემდეგ ჩამოვბანოთ ის ადგილი, სადაც ტკიპა იყო მოთავსებული და დავამუშავოთ წყალბადის ზეჟანგით, ან დავადოთ ცივი კომპრესები.
რაც შეეხება გველის ნაკბენს, მას ძალიან სწრაფად უნდა დახმარების აღმოჩენა, პირით უნდა ამოვწოვოთ ის ტოქსინი, რაც გველმა ბავშვის ორგანიზმში შეიტანა. პირის ღრუდან ის არასოდეს არ იწოვება, თუ დაზიანებები არ არის. ეს უნდა მოხდეს ხუთ წუთიანი ინტერვალით სამჯერ, უნდა შემოვუჭიროთ ნაჭერი დაახლოებით ათ სანტიმეტრზე ნაკბენიდან, ნაჭერსა და კანს შორის ორი თითით უნდა თავსდებოდეს.
გველის ნაკბენი ადამიანის ორგანიზმში ლიმფოგენური გზით ვრცელდება და თუ ჩვენ ლახტს შემოვაჭერთ, შეიძლება ტოქსინი ადგილზე შევაჩეროთ, მაგრამ დანეკროზდეს ახლო მდებარე ქსოვილები. ამიტომ, უნდა მივცეთ სისხლს ნორმალურად მოძრაობის საშუალება და პარალელურად დავაკვირდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. გველის ნაკბენის შემთხვევაში აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა. რა უნდა გვქონდეს სააფთიაქო ჩანთაში, როცა ქალაქიდან დასასვებელად მივდივართ? სააფთიაქო ჩანთა არა მხოლოდ გამგზავრებისას უნდა იყოს მომზადებული, მე მშობლებს ხშირად ვეუბნები, რომ ჩანთაში რამდენიმე მედიკამენტი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება დასასვენებლად წავლას, აუცილებელია პირველ რიგში თერმომეტრი და შესაბამისად სიცხის დამწევი, ასევე სპირტი, ბამბა, წყალბადის ზეჟანგი და დექსამეტაზონი, რომელიც ყველა დედას უნდა ჰქონდეს ჩანთაში. ეს არის უებარი წამალი ძლიერი ხველისას. საკმარისი ამპულის გატეხვა და პირში ჩასხმა. საჭიროა ანტიჰისტამინური და ანტიდიარიული საშუალებები, ასევე ანტისეპტიკური ხელსახოცები. როგორ უნდა გავაკაჟოთთ ბავშვი და გამოვიმუშავოთ ძლიერი იმუნიტეტი ზამთრისთვის? საჭიროა ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვს ვიტამინიზირებული საკვები როგორმე, ყოველდღიურად მივცეთ. ბავშვმა უნდა იაროს მინდორზე შიშველი ფეხებით, ნახევარი საათი მაინც. სხეულის სხვადასხვა ნაწილები უნდა ჩავუზილოთ ნამიანი ტილოთი, რომელიც 36-37 გრადუს წყალში იქნება ჩასველებული და თანდათან დავუკლოთ ტემპერატურას და მოვიცვათ სხეულის უფრო მეტი ფართობი. გარდა ამისა, უნდა გავაკაჟოთ ყელი, ხანდახან მაინც მივცეთ ნაყინი და ცივი წყალი ყლუპებით 2 წლის ასაკიდან. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/5-ivllisi-inga-mamuchishvili.mp3"][/audio] [post_title] => ინგა მამუჩიშვილი ბავშვების გაკაჟებაზე ზაფხულში - როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => inga-mamuchishvili-bavshvebis-gakadjebaze-zafkhulshi-rogor-moviqcet-gausadzlisi-sickhis-dros [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-07-06 16:26:38 [post_modified_gmt] => 2017-07-06 12:26:38 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=144097 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 147931 [post_author] => 4 [post_date] => 2017-07-20 18:03:48 [post_date_gmt] => 2017-07-20 14:03:48 [post_content] => ოთხშაბათს 19 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ფიტოთერაპიას მიეძღვნა. მცენარეებით მკურნალობა, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. როგორც წესი, ფიტოთერაპიას პაციენტები მაშინ მიმართავენ, როცა ტრადიციული მედიცია მკურნალობისას შედეგს არ იძლევა. რა დაავადებების დროს არის ეფექტური მცენარეებით მკურნალობა, რა შედეგები აქვთ პაციენტებს უმძიმესი დაავადებებთან ბრძოლის პროცესში და რაში მდგომარეობს ფიტოთერაპიის უნიკალური ეფექტის საიდუმლო – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში ექიმმა-ფიტოთერაპევტმა, დავით ვაშაძემ ისაუბრა. ბატონო დავით, რა არის ფიტოთერაპია და საიდან იღებს ის სათავეს? ფიტოთერაპია ერთ-ერთი უძველესი დარგია, თერაპია ნიშნავს ყველაფერს შინაგანს, ფიტო კი მცენარეს. საუკუნეების განმავლობაში დაიხვეწა ეს დარგი, შეგროვდა ბევრი საინტერესო რეცეპტი. საქართველოში მხოლოდ ხუთი წიგნი შემოგვრჩა და  თითოეული მათგანი უნიკალურია. ჩინური და ქართული მედიცინა ნამდვილად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. წინა საუკუნეებში მარტივი იყო ინფორმაციის, რეცეპტების გაცვლა. რაც შეეხება ქიმიური და მცენარეული წამლების დაპირისპირებას, კვალიფიციურ ექიმს შეუძლია დანიშნოს ან ქიმიური მედიკამენტი, ან სხვადასხვა მცენარით ააწყოს წამალი. სასურველია პაციენტისთვის კეთდებოდეს ინდივიდუალური წამალი. დღეს საქართველოში ყველაფერს ერთი წამლით მკურნალობენ. წამალი ყველა კარგია, თუ ის ხარისხიანია, შეირჩევა დროულად და სწორად. სეფსისს რომ ბალახებით უმკურნალო, ეს სრული იდიოტობა იქნება, ადამიანი დაიღუპება... რატომ არის ფიტოთერაპია ეფექტური მაშინ, როდესაც  ქიმიურ მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს? ხდება პაციენტთან გასაუბრება, ირკვევა, ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა კვლევაში, შესაბამისად არასწორად ინიშნება წამალიც. ზოგ შემთხვევაში მედიკამენტი უხარისხოა და ა.შ. წინათ ყველა ახალი წამლის გამოცდა მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა. დღეს უამრავი ახალი მედიკამენტი შემოდის, ძალიან კარგი ანოტაცია აქვს და არის სრულიად უშედეგო. ძვირი წამალი - იმედია ეს ფრაზა აღარ იარსებებს და ადამიანს ექნება საშუალება მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით შეიძინოს წამალი. რა დაავადებების დროს მოდიან ადამიანები თქვენთან? კარგი შედეგგი რომ მიიღო, აუცილებელია კვლევა იყოს ჩატარებული ზუსტად. მარტივად ექვემდებარება მკურნალობას ალერგია, ყაბზობა, დიარეა, დერმატიტები, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ეს უკვე დიაგნოზია  და მას შესაბამისი პროგრამული მკურნალობა სჭირდება, თუმცა შეგვიძლია მივეხმაროთ, რომ არ დაზიანდეს სხვადასხვა ორგანო. თუ თირკმელკენჭოვანი დაავადებაა, გააჩნია რა ეტაპზე მოხვდება პაციენტი ჩვენთან. ასევე, ეფექტურია ფიტოთერაპია ძილის პრობლემებისას, წნევის დარეგულირებისას, თუმცა, თუ არ არის ჰიპერტონია. მინდა ასევე ვთქვა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის, მთავარია დროული მკურნალობა. იმ დროს, როდესაც პაციენტი იკეთებს ქიმიოთერაპიას და აქვს ტოქსიკური გამოვლინება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, თუკი წარმოიქმნება კუჭის მოქმედების პრობლემა, ფიტოთერაპია ეფექტურია, მაგრამ ის, რომ გააქრო სიმსივნური წარმონაქმნი, ასე არ ხდება. თუ ქიმიოთერაპიისას ვარდება თრომბოციტები, ან ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, სრულიად შესაძლებელია უმოკლეს ვადაში მდგომარეობის გაუმჯობესება. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები აქვს, რომ  ექიმთან სიარული არ დასჭირდეს? რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მომრავლდა ბავშვების მიერ წონის დაკლებისთვის დიეტების დაცვა. ადამიანის ორგანიზმი ყალიბდება 23-25 წლამდე და თუკი ის მკაცრ დიეტაზეა და არასრულფასოვნად იკვებება, ჩამოუყალიბდება არაჯანსაღი ორგანო, არ იქნება ჯანსაღი კანის, თმის, კბილის ტრუქტურა. ორგანიზმს შეუძლია მოინელოს ყველაფერი, გარდა ქიმიური დანამატებისა და საღებავებისა. კონსერვანტდამატებული პროდუქტი ასევე რთული მოსანელებელია. დილით გაღვიძების შემდეგ აუცილებელია წყლის დალევა და მცირე საუზმის მიღება, ასევე, აუცილებელია სადილის მიღება. იმდენი პრობლემა მოიხსნება ამ დროს, რომ ექიმთან დიდ ხანს აღარ წახვალთ. რას იტყვით ბავშვებზე, რომლებსაც გამუდმებით აწუხებთ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები? ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ალერგიულ ასთმური ბრონქიტი, ჭეშმარიტი ასთმა ბავშვებში ძალიან იშვიათია. ეს გამოწვეულია მედიკამენტით, ან გარემოთი და ა.შ. რთულია განიკურნოს სეზონური ალერგია. რაც შეეხება მზის, კვებით, მედიკამენტოზურ, მტვრის ალერგიას, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. უშვილობის პრობლემა... ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მთავარია დადგინდეს სწორი სტრატეგია. ხდება გასაუბრება და დგინდება პრობლემა. შეიძლება იყოს ატიპიური საშვილოსნო, ფოლიკულის არ მომწიფება, ფარისებრის პრობლემა და ა.შ. მე ვიცი ვინ უნდა მივიღო და ვისთან მაქვს შედეგი. კარგი შედეგები გვაქვს ლაქტაციის პერიოდში რძის მოყვანისას, რძის შეწყვეტა არ შემიძლია, სამწუხაროდ. თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ ძალიან კარგი შედეგი მოკლე დროში - ვადებზე ვისაუბროთ.... ყველა ექიმს მკურნალობის თავისი სტრატეგია აქვს. მაგალითად ერთი კვირა მკურნალობს, შემდეგ რამდენიმე დღე ისვენებს, რომ სიტუაცია სწორად შევაფასოთ. მაგალითად თირკმელ–კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, გააჩნია, როგორია კენჭის შემცველობა, ზოგ შემთხვევაში ერთ კვირაში იშლება, ზოგჯერ კი თვეზე მეტია საჭირო. თუკი პაციენტს კუჭის წყლული აქვს, მხოლოდ ბარიუმით ჩატარებული კვლევა ბოლომდე ინფორმაციული არ არის, უმჯობესია ენდოსკოპიური კვლევა იყოს. ინფორმაციის შეგროვების შედეგად ვადგენთ მცენარეული თუ ქიმიური მედიკამენტი სჯობს და ა.შ. საშარდე გზების ინფექციებსა და ფილტვების პრობლემას თუ მკურნალობთ? გააჩნია მდგომარეობას. ორი ერთნაირი წამალი არ გამიკეთებია, ყველას სჭირდება განსხვავებული წამალი. ბალახი არაფერს გავნებს, ეს სწორი არ არის, შეიძლება პაციენტი ქიმიურ მედიკამენტს იღებდეს და მცენარეულმა წამალმა ის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნოს. რაც შეეხება ფილტვების პრობლემას, ანთებას, ბრონხიტებს - კარგი შედეგი გვაქვს. ტუბერკულიოზის შემთხვევაში, ფიტოთერაპიას კარგი შედეგი აქვს კომპლექსურად, ქიმიურ წამლებთან ერთად. თუ არის შემთხვევები, როდესაც საბოლოოდ აღმოფხვერით ის დაავადება, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში ებრძვის? რა თქმა უნდა. ბევრ შემთხვევაში ასეა, მაგალითად ქრონიკული დიარეა, ყაბზობა, თორკმელ-კენჭოვანი დაავადებები, ტუბერკულიოზი, პარაზიტულ ჭიები, ალერგიები... ზოგ შემთხვევაში ძალიან ბევრი გართულების არიდება შეიძლება. რა თქმა უნდა, მყავს ონკოლოგიური პაციენტები, თუმცა გააჩნია რა პრობლემაზე ვმკურნალობთ. მივმართავ ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, დროული ჩარევა ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ, ონკოლოგია ისე დაიხვეწა, რომ ყოველწლიურად ძალიან კარგი შედეგებია, მე კი ადამიანებს მდგომარეობის შემსუბუქებაში ვეხმარები. სიმპტომი, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს - ნევროზი.. თქვენ ამ მიმართულებით ბევრი პაციენტი გყავთ... უნდა შეფასდეს პაციენტის კატეგორია და ნევროზის გამომწვევი ფაქტორი. შეიძლება ზოგჯერ ვურჩიო პაციენტს, რომ ფსიქიატრს მიმართოს. გააჩნია ასაკს, გარემოს... თუკი ადამიანს რაიმე პრობლემა მოეხსნება, თავისთავად მას ნევროზიც აღარ აქვს. საჭიროა ინდივიდუალურად ფაქტის განხილვა და მკურნალობის შერჩევა. რაც შეეხება შფოთვას ბავშვებში, ეს მარტივი მოსაგვარებელია, თუკი უძილობით არის გამოხატული. თუ ადამიანი დღის განმავლობაში მშვიდად იქნება, მას ძილიც კარგი ექნება. ჩვენ პრობლემას საძილე საშუალებებით კი არ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ ზოგადად ნერვული მდგომარეობის გაუმჯობესებით, რაც ძილზეც აისახება. შეიძლება ადამიანი დღის განმავლობაში იყოს მშვიდად, კარგად და მხოლოდ ძილი უჭირდეს, ამ დროს შეგვიძლია მივცეთ საძილე საშუალება. ჰორმონალური პრობლემები - ფრაზა, რომელიც ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში... გააჩნია რა ეტაპზე მოვა პაციენტი, თუ ეს არის ფოლიკულის არ მომწიფება, მაღალი პროლაქტინი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. მე აუცილებლად მივცემ მას სწორ მიმართულებას. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/ekimebi-19-ivlisi.mp3"][/audio] [post_title] => როგორ ვიმკურნალოთ, როცა მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს – ცნობილი ფიტოთერაპევტის, დავით ვაშაძის რჩევები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogor-vimkurnalot-roca-medikamentebs-shedegi-ar-moaqvs-cnobili-fitoterapevtis-davit-vashadzis-rchevebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-07-20 18:06:25 [post_modified_gmt] => 2017-07-20 14:06:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=147931 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 32 [max_num_pages] => 11 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 2d3a7535b138c6db2a4868ff92217489 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები