LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია თუ არა პენსიის ზრდა პრემიების შემცირებით -გიორგი კაკაურიძე განმარტავს

37

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში პენსიის ოდენობის გაზრდა შესაძლებელი არ არის, – ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პენსიის თემა კამათის საგანი გახდა.

”კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პენსიის ზრდა პრემია-დანამატების შემცირებით, ეს არ არის შესაძლებელი, – რადგან დანამატების დიდი ნაწილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების სახელფასო დანამატს წარმოადგენს და ეს მათი ანაზღაურების ნაწილია. ვერანაირად ვერ დაგთანხმებით, რომ მათ შრომის ანაზღაურება უნდა შეუმცირდეთ”, – აღნიშნული განცხადებით კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას მიმართა.

თავის მხრივ ელენე ხოშტარიამ პენსიის გაზრდის საკითხი დასვა და აღნიშნა, რომ პრემია-დანამატების შემცირების, ასევე ფუფუნების ხარჯების შეკვეცის გზით შესაძლებელია ბიუჯეტიდან 420 მილიონი ლარი პენსიის გაზრდისკენ იყოს მიმართული. მისი თქმით, მაღალი ინფლაციისა და ფასების მატების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენა პენსიონერები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები