LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლო ფინანსური დარღვევები GEM FEST-ზე – საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

99

საგამოძიებო სამსახური, GEM FEST-ის ფარგლებში , შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა GEM FEST ფარგლებში, შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით,  ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფესტივალის ორგანიზატორების და აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა.

გამოძიების პროცესში, 2017 წლის 18 აგვისტოს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მოწმის სტატუსით გამოიკითხა GEM FEST-ის დამფუძნებელი  გიორგი სიგუა.

აღნიშნული საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიდან ამოღებული კონკრეტული დოკუმენტაციის ასლები შპს „არტ პლატფორმას“ გადასცეს”. მოპოვებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გატარებული იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები