LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა ეს ყოფილიყო იმუნიზაციის პროგრამის დისკრედიტაცია, მაგრამ არა აუდიტის სამსახურის მხრიდან – დავით სერგეენკო

38

შესაძლოა ეს ყოფილიყო იმუნიზაციის პროგრამის დისკრედიტაცია, მაგრამ არა აუდიტის სამსახურის მხრიდან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა,  რომ ვაქცინები, რომლებზეც ბოლო დღეებია საუბარია, არის არა იმნუზაციის პროგრამით გათვალისწინებული, არამედ ცოფის ვაქცინა.

გავრცელებული ინფორმაციით,  არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს , ჩვენ პრეპარატებისთვის აწეული გვაქვს თამასა  პრეკვალიფიცირებამდე , შესაბამისად ამ ვაქცინებს მოუხსეს პრეკვალიფიკაცია,  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო გამოუსადეგარი და უვარგისი. წლის განმავლობაში, დაახლოებით,  ცოფის 50 000 ვაქცინა იხარჯება და კეთდება, შესაბამისად, ხუთი კვირის განმავლობაში, ვაქცინაზე უარი ნიშნავდა ადამიანების ჯანმრთელობისა და ხშირად, სიცოცხლის შეწირვას – განაცხადა დავით სერგეენკომ

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა, ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები