LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაფუთი მასალების მწარმოებლებმა ევროსტანდარტების შესაბამისი დოკუმენტაცია შეიმუშავეს

389

შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიმუშავეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, სასტუმროში „რუმს თბილისი“ დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი (UK Good Governance Fund/GGF) სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებთან და ბრიტანეთის სურსათის შესაფუთი მასალების ასოციაციის (Foodservice Packaging Association) აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, პროექტის პირველი ფაზის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.

ღონისძიება შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშემწყობი პროექტის – “მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით (DFCTA Support for SMEs)”, ფარგლებში გაიმართება. პროექტის განხორციელების პირველი ფაზის შედეგად, სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიებისთვის შემუშავდა გზამკვლევი და ევროსტანდარტების შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტაცია შეიქმნა. აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაა. ამ დროისთვის პროექტში 10-მდე შემფუთველი კომპანიაა ჩართული.

სავაჭრო სამრეწველო პალატასთან აქტიური თანამშრომლობით GGF-ის პროექტს საქართველოში გლობალური საკონსულტაციო კომპანია ”ფრაის უოთერ ჰაუსკუპერსი” (PwC საქართველო) ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები