LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუდარებელი ალექსანდრე სკარსგარდი ლონდონურ პრემიერაზე (ფოტო)

488

ალექსანდრ სკარსგარდი ამერიკული კინოს ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარული გახდა სერიალით „დიდი პატარა ტყულები“, რითაც მან „ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა. ამჯერად 42 წლის შვედი მსახიობი ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. მსახიობმა ლონდონის კინოფესტივალზე ახალი სერიალი „პატარა დრამერი გოგონა“ წარადგინა. სკარსგარდი წითელ ხალიჩაზე მარტო გამოჩნდა და მომხიბვლელი ღიმილით ყველა სტუმრის გადაფარვა შეძლო.

ახალი სერიალი ჯონ ლე კარეს 1983 წლის რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც დასავლური სამყაროს სპეცსამსახურებისა და ტერორისტების დაპირისპირებაზე გვიყვება. სერიალის ლონდონურ პრემიერას ფილმში მონაწილე სხვა მსახიობებიც ესწრებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები