LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლებელია, ჯასტინ ტრიუდომ ვინმე არ მოხიბლოს – თუ არ გჯერათ,ნახეთ ფოტოები

188

ჯასტინ ტრიუდო არის ადამიანი, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არავის, მსოფლიოს ყველაზე გულქვა ლიდერებსაც კი.

კანადის პრემიერ-მინისტრი ბოლოს მედიის ყურადღების ცენტრში აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის დროს მოექცა, როდესაც მისით მოხიბლული ივანკა ტრამპის მზერა დააფიქსირეს. ტრიუდოს შარმს ვერც ივანკას მამა, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაექცა.

„ინდეფენდენტი“ აქვეყნებს რამდენიმე ფოტოს, სადაც ჩანს, როგორი ძნელია, ტრიუდოსთან გქონდეს ურთიერთობა და მისით მოხიბლული არ დარჩე.

 

კანადის პრემიერთან საუბრისას თვალები მის უდიდებულესობა დედოფალსაც კი აუციმციმდა.

 

ბარაკ ობამასა და ჯასტინ ტრიუდოს გულთბილ შეხვედრაზე დიდ ხანს საუბრობდა მთელი მსოფლიო

 

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ცდილობს, შეინარჩუნოს მკაცრი მიმიკა, მაგრამ ამაოდ

 

შეუძლებელია ამ ოთახში მყოფთაგან რომელიმემ ღიმილი შეიკავოს

 

თითქოს და დიდი ხნის მეგობრები, პრინცი ჰარი და კანადის პრემიერ-მინისტრი

 

ანგელა მერკელი და ჯასტინ ტრიუდო ერთმანეთს ნატო-ს სამიტზე შეხვდნენ, გერმანიის კანცლერმა კანადის პრემიერთან დიალოგი ვერაფრით გაწყვიტა

 

ფოტომ, სადაც ქეითი მორცხვად ისწორებს თმას და ღიმილით უყურებს ტრიუდოს, სოციალურ მედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა

 

ვერც მსახიობები ფარავენ სიყვარულით სავსე მზერას 

 

ივანკა ტრამპის მზერა სერიალის შეყვარებული გმირისას მოგაგონებთ

 

დაახლოებით ასეთივე მიმიკა ჰქონდა სახეზე დონალდ ტრამპსაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები