LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა – ლელა ქებურია

197

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის ოფისი 17 ოქტომბერს აქცია-მსვლელობას აანონსებს სახელწოდებით ,, შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა”. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ განუცხადა. მისი თქმით, აზიური ფაროსანასგან მოსახლეობას დიდი ზარალი მიადგა, ხელისუფლება კი უმოქმედოა.

“4100 ხელმოწერა ჩაბარებულია მთავრობის კანცელარიაში, მაგრამ ბიუჯეტის პროექტის განხილვამ ცხადყო, რომ ხელისუფლებას წარმოდგენაც კი არ აქვს იმ ზარალზე, რაც მიადგან ზუგდიდის მოსახლეობას. ეს ცალსახად მიანიშნებს ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე. ამიტომ “ევროპული საქართველო” 17 ოქტომბერს გეგმავს აქცია მსვლელობას სახელწოდებით “შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა”. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები