LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევხვდი მთავარ პროკურორს, არავინ არავის ხელს არ დააფარებს – ეკა ბესელია

64

მირზა სუბელიანის საქმეზე მთავარი ფიგურანტების გამოკითხვის პარალელურად,  გუშინ გასაჯაროებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ურმავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მთავარ პროკურორს შეხვდა.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს , შალვა თადუმაძესთან შეხვედრა აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებამდე იყო ჩანიშნული, ვინაიდან უნდა განეხილათ პროკურატურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საუბარი მირზა სუბელიანის საკითხსაც შეეხო.

ბესელიას  თქმით, პროკურატურის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

დიახ, ვესაუბრე მთავარ პროკურორს. ეს საკითხი ისედაც გვქონდა დაგეგმილი პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და იყო საკითხები, რომელიც უნდა გამევლო. რა თქმა უნდა ამ საკითხზეც ვისაუბრეთ ზოგადად. არ მაქვს უფლება და საქმის დეტალებს ვერ გავეცნობი, მაგრამ ზოგადი საუბარი მქონდა და პროკურორს პირადადაც ვუთხარი, რომ გამოძიებას ექნება პირველადი ინფორმაცია, დასკვნა, სურათი და ფორმატს მოვიფიქრებთ, რა ფორმატში შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმაც მიიღოს ინფორმაცია, ვინაიდან საქმე ეხება პარლამენტის წევრს. სხვა დეტალებზე არ გვისაუბრია ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება. უნდა მოხდეს გარკვევა ჩანაწერის ნამდვილობის, საუბრის შინაარსის გარკვევა, უნდა დაიკითხოს ყველა პირი, ვისი სახელიც გაჟღერდა და ამის შემდეგ უნდა გადამოწმდეს ყველა გარემოება. თან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მუქარას და შანტაჟს, ამიტომ მუქარის და შანტაჟის ფაქტებიც გამოსაძიებელია. არავინ არავის ხელს არ დააფარებს, ამიტომ ყველაფერი უნდა მოხდეს ობიექტურად, რისი მზაობაც აქვს პროკურატურას. ჩვენც ბუნებრივია რაღაც ფორმატი გვექნება, სადაც ამ ინფორმაციას მოვისმენთ“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” ბესელიამ.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსთავი 2-მა, სავარაუდოდ, სუბელიანი-ჯაფარიძის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სუბელიანი საკანაში შესულ “ქართული ოცნების” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს , აგრეთვე დევნილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება და ამბობს,  რომ საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან რამდენი ხანი უნდა დარჩეს იგი პატიმრობაში და მას ასევ უთხრეს,რომ ციხეში სახელმწიფოს გადასარცენად უნდა ჩამჯდარიყო.

ჩანაწერში სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს , რომ მისდამი მმართველი გუდნის დამოკიდებულებით და ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები