LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევქმნათ ჯგუფი,რომელშიც ერთმანეთს გავუცვლით ფულს,ანუ გადავუხურდავებთ -კვიციანი

317

ემზარ კვიციანს აქვს ინიციატივა, ვალუტის გაცვლა ბანკების და სავალუტო ჯიხურების გვერდის ავლით მოხდეს, ამის შესახებ დეპუტატმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მეგობრებო, მომივიდა ერთი სასარგებლო იდეა. შევქმნათ ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთში გავცვლით ფულს, ანუ გადავახურდავებთ. კურსი ვიცით და ვისაც დოლარი აქვს და ლარის ყიდვა უნდა, ერთმანეთში გავცვალოთ, მაგალითად შენ გაქვს 1000 დოლარი და გჭირდება ლარი, ბაზარზე ლარი 2.40 ღირს, დოლარი კი 2,45 მე კი დოლარი მჭირდება, ავდგეთ და ერთმანეთს გავუცვალოთ კურსის მიხედვით სახლიდან გაუსვლელად. ხომ მაგარია?“ – დაწერა კვიციანმა, თუმცა მოგვიანებით სტატუსი წაშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები