LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს – მიხეილ სააკაშვილი

56

„შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს,“ – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეიდან დაიწყებს შეხვედრებს რეგიონებში, შეხვდება ხალხს და შეკრებს იმ პრობლემებს, რომელიც მათ აწუხებს.

სააკაშვილის თქმით, ის კიევში უკრაინის ხელისუფლების წინაშე სწორედ ამ პრობლემებით წარსდგება.

„დღეს გავემგზავრები უკრაინის რამდენიმე რეგიონში. მას შემდეგ, რაც დავუბრუნებ ხალხს ოლიგარქების მიერ მიტაცებულ ქონებას, გავემგზავრები სოფლებში და ხალხთან ერთად ჩავალ კიევში, რათა ეს მოთხოვნები წარვუდგინო უკრაინის ხელისუფლებას.

არ გამაჩნია პირადი კონფლიქტი პრეზიდენტ პოროშენკოსთან. არ ვაფასებ პრემიერ გროისმანს და ის ჩემი დამსახურებით არის პრემიერი იმიტომ, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. ამ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩემი დამსახურებით სხედან ამ სავარძლებში და ითხოვენ ჩემს დაპატიმრებას. არანაირი კონფლიქტი გროისმანთან არ გამაჩნია, ასევე, არ გამაჩნია კონფლიქტი ავაკოვთან, მაგრამ კონფლიქტი მაქვს ამ სისტემასთან. ამიტომ მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ, დამკითხონ, შეუძლიათ, შემაფერხონ, მაგრამ არ მეშინია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ პოლიტიკოსებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აქვე განმარტა, რომ არ აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები