LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს

94

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

19 ივლისის ბრძანებულების თანახმად, შეწყალების კომისიაში შედიან:

ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე;

ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი;

ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;

ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი;

რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;

კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი;

გივი შაჰნაზარი – მწერალი;

თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი;

ნინო კიკნაძე – იურისტი;

არინა თავაქარაშვილი – პედაგოგი.

წინა შემადგენლობიდან, კომისიის წევრები აღარ არიან თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი, ახალ წევრებად კი დაემატნენ ნინო კიკნაძე და არინა თავაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები