LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები ბანკებისთვის-საჭიროა თუ არა ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე მათთვის კონკრეტული კურსი დაწესდეს

111

ქართული ბანკების მოგება განვითარებადი ქვეყნების ბანკების მონაცემებს უსწრებს და ის ყოველწლიურად იზრდება. 2017 წლის ორ კვარტალში საერთო ჯამში მხოლოდ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 114, 9 მილიონი ლარი შეადგინა. ჯერ წელი არ დასრულებულა, თუმცა შეგახსენებთ გასული წლის მონაცემებს, რაც წმინდა მოგებას გულისხმობს და არა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებულ შემოსავალს. 2016 წელს ბანკების წმინდა მოგება 2015 წელთან შედარებით 142 მილიონი ლარით იყო გაზრდილი.

ამჯერად, გადაცემა „ბიზნესკურიერში“ აქცენტი გაკეთდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებულ მოგებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით „ნანო კრედიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ პასუხი ბანკებს კი არა ეროვნულ ბანკს უნდა მოვთხოვოთ. მისი თქმით, ეს ბიზნესის კუთხით თავად ბანკებისთვის, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა შეკითხვა- რამდენად ლოგიკურია ორ კვარტალში ასეთი მოგება სავალუტო ოპერაციებიდან , ბერძენაძის თქმით, ეს უკვე რეგულატორს ანუ ეროვნულ ბანკს უნდა დავუსვათ.

მისი თქმით, ბანკების კურსი ხშირად არაადეკვატურია. სავალუტო ჯიხურებთან შედარებით, ბანკს რომ თუნდაც 2 პუნქტიანი სხვაობა ჰქონდეს, ეს უკვე მათ შემოსავალს ზრდის. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბანკებს შეიძლება, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ სავალუტო ოპერაციებში კონკრეტული კურსი ჩაიდოს. რამდენად შეიძლება ეს მოსაზრებები ეროვნულმა ბანკმა განიხილოს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები