LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ თანამდებობა დატოვა

176

შიდა ქართლის გუბერნატორი კახაბერ სამხარაძე გადადგა.მას ორშაბათიდან სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე შეცვლის. სამხარაძე კი, სავარაუდოდ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაცია კახაბერ სამხარაძის გადადგომის შესახებ შიდა ქართლის გუბერნიის პრესსამსახურში უკვე დაადასტურეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახა სამხარაძე, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობისპროექტში, ასევე, იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი.

სამხარაძემ შიდა ქართლში გუბერნატორის თანამდებობა გასული წლის თებერვალში დაიკავა.

რაც შეეხება აკაკი მაჭუტაძეს, ის სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე შსს სახელმნწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.