LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა კვლავ დახმარებას საჭიროებს [ფოტო, ვიდეო]

106

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა, შიდა ქართლში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან.

უწყების ოპერატიული მართვის ცენტრში შიდა ქართლიდან სტიქიასთან დაკავშირებით 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

 

 

ხაშურისა და სურამის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები გასული ღამის განმავლობაშიც გრძელდებოდა.

მოსახლეობის დასახმარებლად დამატებითი ჯგუფები მობილიზებული იყვნენ თბილისიდანაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები