LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმონ პერესის თვალის რქოვანას ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ

193

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის, შიმონ პერესის თვალის რქოვანას ქვეყნის ტრანსპლანტაციის ცენტრს გადასცემენ. მისი ახლობლების თქმით, პერესს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორი გამხდარიყო.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი დღეს, 94 წლის ასაკში თელ-ავივის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

13 სექტემბერს მან ინსულტი გადაიტანა, მას შემდეგ პერესი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა და სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული.

შიმონ პერესს სხვადასხვა წელს ისრაელის თითქმის ყველა მაღალ თანამდებობა ეჭირა – ის ორი ვადით იყო პრემიერ-მინისტრი, რამდენიმეჯერ – თავდაცვის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა და შს მინისტრი. 2007-დან 2014 წლამდე ის ისრაელის პრეზიდენტი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები