LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა მინისტრი ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს

60

შს მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს. გახარიას თქმით, მის უწყებას აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს აღნიშნულ მიმართულებებს და სურს, გავიდეს გავრცელების და შემოტანის ქსელებზე.

„დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი არის იქიდან ამოღებული. იქ ძირითადად ვმუშაობთ მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალიან სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინტერნეტით გავრცელება და მესამე – კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ევროპის ქვეყნებიდან ხდება“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გახარიას თქმით, მისი განსაზღვრა საკანონმდებლო ორგანოს საქმეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები