LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას

34

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განუცხადა, უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა. მისივე თქმით, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.
„სამხარაულისა და მერიის ექსპერტები იმყოფებოდნენ შენობაში. მათი დასკვნით, შენობაში შესვლა სახიფათოა, რის საფუძველზეც გადაწყდა შენობის დემონტაჟი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ტერიტორიის სრულ დაცვას და მინდა განვაცხადო, რომ ამ დღეების განმავლობაში უცხო პირი ვერ შევა ტერიტორიაზე“, – განაცხადა მალანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები