LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 5 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

39

სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტებიცხელ კვალზე გახსნეს: ბათუმში – 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ქალაქ ახალციხეში – 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი. ამის შესახებ ცნობილი შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე გახდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქეებმა ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე 3 ბინა გაქურდეს, საიდანაც, დაახლოებით, 4000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმავე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. 
ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  წარსულში ნასამართლევმა მოქალაქემ გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. DVD-ფლეიერი, ვიდეომაგნიტოფონი, სეტთოფბოქსი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
გამოძიებამ დაადგინა, რომ 4-მა მოქალაქემ ქალაქ ახალციხეში, რესტორანი „თოლიადან“, ძვირადღირებული ე.წ. „ჩილიმები“ მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები