LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინეიდ ო’კონორმა ისლამი მიიღო და სახელი შეიცვალა (ფოტო)

49

ირლანდიელმა მომღერალმა შინეიდ ო’კონორმა სარწმუნოება შეიცვალა. ის კათოლიკე იყო, მაგრამ ამიერიდან ისლამის მიმდევარი გახდა. ამის შესახებ მუსიკოსმა „ტვიტერზე“ დაწერა და ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიმდევრებს ლოცვისკენ მოუწოდებს.  ცნობილია, რომ ო’კონორმა სახელიც შეიცვალა და შუჰადა დაირქვა, რაც თარგმანში „წამებულს“ ნიშნავს.

„მე ამაყი ვარ, რომ მუსლიმი გავხდი. ესაა გზის ლოგიკური დასასრული. ყველა წმინდა წერილი ისლამისკენ მიდის და ამიტომ სხვა დამწერლობა ტყუილად არსებობს. მე ამიერიდან შუჰადა მქვია. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ჰიჯაბი მაჩუქა დ ძალიან ბედნიერი ვარ“ – წელს ო’კონორი სოციალურ ქსელში.

ცნობილი ჰიტის, Nothing Compares 2 U-ს შემსრულებელი სავარაუდოდ, მუსიკალურ კარიერასაც დაასრულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები