LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შნურიანი ტელეფონი” – პოლიტიკოსები შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებენ

61

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს და „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა პოლიტიკოსები ამ შესაძლო გადაწყვეტილების მართებულობაზე საუბრობენ.

სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ეს იქნება არჩევანი წაგებისკენ.

„სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი, რომელიც ჩვენ ვერაფრით წაგვიძღვება წინ. თუ ამ არჩევანს გააკეთებს „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, ეს იქნება მათი წაგების არჩევანი და ძალიან კარგი, ვინაიდან ეს უნდა ქართულ საზოგადოებას, რომ დაიწყოს ხელისუფლების შეცვლა,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავს პოზიციაზეა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე. მისი აზრითად, სალომე ზურაბიშვილი სატელეფონო ხაზია. მაჭუტაძე კიდევ უფრო ავრცობს, ვაშაძის პოზიციას.

„სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ტელეგრაფის ხაზია, რომელიც პირდაპირ კრემლთან არის შეერთებული, სხვა ინფორმაციებსაც ღებულობს და არც გასცემს. ამის არაერთი დადასტურებული ნიშანი გვაქვს მისი ბიოგრაფიიდან და პოლიტიკური თავგადასავალიდან“,- განაცხადა ნიკოლოზ მაჭუტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები