LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

124

ცნობილი ბრიტანელი დიეტოლოგის, რობ ჰობსონის განცხადებით, შოკოლადი სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალებაა, რადგან კაკაო, რომელსაც ნუგბარი დიდი ოდენობით შეიცავს არა მხოლოდ ხელს უწყობს დოფამინის – სიამოვნების ჰორმონის სტაბილიზაციას, არამედ ისეთივე თვისებებით ხასიათდება, როგორც ძვირადღირებული ვიტამინები.

კაკაო მდიდარია მინერალებითა და ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა ნივთიერებებით მაგნიუმის, რკინის და ცინკის ჩათვლით. მაგნიუმის ოპტიმალური დოზა ძვლებს აჯანსაღებს და ელასტიურობას უნარჩუნებს კუნთებს, რკინა ერითროციტების გამომუშავებას ეხმარება, ცინკი კი, ორგანიზმში უჯრედების განახლების პროცესს არეგულირებს. გარდა ამისა, კაკაოში უფრო მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროდუქტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები