LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენმა სატელევიზო ინტერვიუს დროს სიგარეტს მოუკიდა (ფოტო)

146

შონ პენი, რომელიც იშვიათად ჩნდება სატელევიზიო გადაცემებში, ამჯერად სტივენ კოლბერტის შოუს სტუმარი გახდა. ეპატაჟურმა მსახიობმა ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და არაორდინალური საქციელით დაამახსოვრა თავი მაყურებელს. ოსკაროსანმა მსახიობმა გადაცემის მსვლელობისას ორჯერ მოუკიდა სიგარეტს ისე, რომ ნებართვა არავისთვის უკითხვას. მოგვიანებით კი გამოტყდა, რომ გადაცემის დაწყებამდე სედატიური მოქმედების პრეპარატი მიიღო: „მე თავს კარგად ვგრძნობ. მომიწია პრეპარატის მიღებამ, რადგან უძილო ღამის შემდეგ გამოვიძინო“, – აღნიშნა მსახიობმა.

სტივენ კოლბერტმა გადაცემის მსველობისას პენს მოუწოდა, სიგარეტის მოწევისთვის თავი დაენებებინა, თუმცა, მსახიობმა მის თხოვნას ირონიით უპასუხა. გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა სარა გილბერტმა განაცხადა, რომ შონ პენთან შედარებით, თავს ენერგიულად  გრძნობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები