LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორაპანი-არგვეთას მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

41

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის (ჩუმათელეთი-არგვეთა), შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადების წარმოდგენის ვადა 90 დღეა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 14.7 კმ-იანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დააფინანსებს (JICA). რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები