LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილის შვილმა დამოუკიდებლად გაიარა

129

ახლა უკვე ყოველგვარი დახმარების შემდეგ – მსახიობ შორენა ბეგაშვილის 14 წლის გოგონამ, პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგა. ამის ამსახველ ფოტოს შორენა საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ევა ბარბაქაძე უკვე საკმაო ხანია, თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც ის სასწრაფო წესით გადააფრინეს გაუსაძლისი ტკივილების გამო და ორი ოპერაცია გაუკეთდა, ერთი ხერხემალზე, მეორე – ფეხზე. ამის შემდგომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო კურსი, რომელიც სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას მოიცავს, მათ შორის ცურვასაც.

დღემდე ევა სხვების დახმარებით დგამდა ნაბიჯებს, ახლა კი დამოუკიდებლადაც გაიარა.

შორენას სიხარულს უამრავი ადამიანი იზიარებს. როგორც ჩანს, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე უკვე არც ისე შორია.

13512196_1107256225980066_6394982587095085056_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები