LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილის შვილს მეოთხე ოპერაციას უკეთებენ

118

შორენა ბეგაშვილის შვილი, როგორც იცით, თურქეთში მკურნალობს. ამისთვის მსახიობმა და ტელეწამყვანმა თავისი ყველა ძვირფასი ნივთი დაალომბარდა, მათ შორის, მანქანაც, რომლის გაყიდვასაც გეგმავდა, თუმცა ასე სწრაფად გაყიდვა ვერ მოახერხა.

შორენას შვილის დასახმარებლად, რომელიც ერთი თვის წინ მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და რამდენიმე მძიმე ტრავმა მიიღო, სპეციალური ანგარიშებია გახსნილი და ტელეფონებიც მოქმედებს, რომლებზეც დარეკვა და თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ.

როგორც შორენამ ახლახან „ფეისბუქზე“ დაწერა, მისი შვილისთვის აუცილებელი მეორე ოპერაცია, რისთვისაც თურქეთში სასწრაფოდ გადაფრენა მოუხდათ, დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ევა ბარბაქაძეს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და ის თურქეთში გადააფრინეს ოპერაციების გასაკეთებლად. პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

როგორც შორენა წერს, დღეს მის შვილს ოპერაციას ფეხზე გაუკეთებენ.

13263755_1085769828128706_6077124765699072441_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები