LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა რუსთაველის იუბილე არ უნდა აღინიშნოს: აფხაზეთს სუვერენიტეტი გაახსენდა

164

დიმიტრი ლორთქიფანიძე ირაკლი კობახიძეს უჩივის. როგორც დღევანდელი „ახალი თაობა“ წერს, დემოკრატიული მოძრაობის წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ლორთქიფანიძე კობახიძეს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. ლორთქიფანიძის თქმით, ირაკლი კობახიძემ 13 კვალიფიციური სუბიექტი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ჯერ შეიყვანა, შემდეგ კი კომისიის შემადგენლობიდან გამორიცხა. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ქმედებაზე სასამართლომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.
აფხაზეთს რუსეთთან ეძაბება

ოკუპირებულ აფხაზეთში კი რუსეთთან ვითარება იძაბება. როგორც დღევანდელი „ახალი თაობა“ წერს, საქმე ეხება ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე დოკუმენტის ხელმოწერას, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით აფხაზეთის სუვერენიტეტი ირღვევა. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების დეტალები „ახალ თაობაშია“.

დღევანდელ პრესაში აფხაზეთში ქონების დიდი ნაწილის მფლობელის, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის შესახებაც წაიკითხავთ. როდის დააგროვა მან აფხაზეთში დიდძალი ქონება და რა გზავნილი ჩამოიტანა საქართველოში ვიზიტისას, ამის შესახებ ვრცელი სტატის დღევანდელ „ვერსიაშია“.
6 წამყვანი ტელევიზიის გაუგებრობა

გაზეთი „ვერსია“ საკაბელო ოპერატორებისა და 6 წამყვანი ქართული ტელევიაზიას შორის მიმდინარე გაუგებრობით ინტერესდება. იმედი, რუსთავი 2 კომედი არხითა და მარაოთი, მაესტრო და ჯიდიესი, ერთ კომპანიაში ”რაითს ჯორჯიაში” გაერთიანდა, რომელსაც მაესტროს დირექტორი ზურაბ ნაყეური ხელმძღვანელობს. მან საკაბელო კომპანიებს მიმართა, რომ ამ 6 არხის რეტრანსლირებით (გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით) არიან დაინტერესებული და უნდა მიემართათ კომპანიისთვის, თუმცა გამოიწვევდა თუ არა ეს ამ ტელევიზიების ყურების საფასურის გაძვირებას, ეს დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებაზე, რომელიც საკაბელო ოპერატორებთან მიმდინარეობს. დღევანდელი „ვერსია“ ვრცლად განიხილავს არსებულ ვითარებას და ასევე ინტერესდება როგორ მოხდა ამ 6 ტელევიზიის გაერთიანება.
შოთა რუსთაველის იუბილე არ უნდა აღვნიშნოთ

რეზო მიშველაძე 26 მაისს შოთა რუსთაველის იუბილის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მან ამის შესახებ წერილი პრემიერ მინისტრსაც მიწერა, თუმცა მისი წერილი გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხოდ დატოვა. მწერალი მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არასწორია, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერც 26 მაისს ვიზეიმებთ და ვერც შოთა რუსთაველის იუბილეს. რეზო მიშველაძესთან ინტერვიუ დღევანდელ „რეზონანსშია“.
საქართველოში ხე-ტყის დეფიციტია

საქართველოში ხე-ტყის რესურსის დეფიციტის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ სტატია გაზეთ „რეზონანსშია“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი უცხოურ კომპანიებზე გაცემული მრავალწლიანი ლიცენზიებია. ამ დროს ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში დაბანდებული 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქვეყანას 50 მილიონი დოლარის ზიანს აყენებს. როგორც წესი, მოპოვების პროცესს და სალიცენზიო პირობებს არავინ აკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები