LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთაძე ზუსტად იმდენს იღებს, რამდენსაც იღებდა ზოდელავა ხალხის გაუბედურებაში – თეა წულუკიანი

55

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ზუსტად იმავე ოდენობის ანაზღაურებას იღებს, რამდენსაც თავის დროზეყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, იღებდა.

ასე გამოეხმაურა წულუკიანი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიერ მიღებული პრემია-დანამატების შესახებ დასმული კითხვას.

„ირაკლი შოთაძე იღებს იმავეს, რასაც ზოდელავა იღებდა თავის დროზე ხალხის გაუბედურებაში. თან ამასთან, რაც დამკვიდრებული წესია – მარიამობის პრემია, შოთაძეს არ აუღია,“ –  აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი – 18-ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა – 21-ჯერ აიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები