LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიაში დიდი ხნის წინ დაკარგული 150 წლის საქორწინო კაბა იპოვეს

117

შოტლანდიაში დიდი ხნის წინ დაკარგული 150 წლის საქორწინო კაბა იპოვეს. „BBC“-ის ინფორმაციით, 29 წლის ტეს ნიუვალს მისი დიდი ბებიის ნაქონი კაბა სრულიად მოულოდნელად დაუბრუნეს.

ტესის დედამ კაბა ერთ-ერთ ქიმწმენდაში მიიტანა, თუმცა ობიექტი ძალიან მალე დაიხურა და რარიტეტული კაბაც უკვალოდ გაქრა. ამ ფაქტმა ოჯახი ძალიან დააღონა, რადგან ნივთი მათი მთავარი რელიქვია იყო. ნიუვალებს ეჭვიც კი გაუჩნდათ, რომ 150 წლის კაბა მოიპარეს, რათა შემდეგ შავ ბაზარზე სარფიანად გაეყიდათ. რამდენიმე წლის შემდეგ ქიმწმენდის შენობა სხვა კომპანიამ შეიძინა და სარემონტო სამუშაოების დროს უძველეს კაბას გადააწყდა. ცოტა ხანში კი ძვირფასი რელიქვია ოჯახს დაუბრუნეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები