LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შპს „ქალაქის გული“ დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათიანი პირობებით, სავაჭრო ადგილებით დააკმაყოფილებს

179

შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა დაზარალებული მოვაჭრე შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება.
„2018 წლის 27 თებერვალს, შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც, კომპანია და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვ. მ ფართობი. კომპანიის ადმინისტრაცია თითოეულ მოვაჭრეს ინდივიდუალურად ხვდება და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყველა დაზარალებული, შეღავათიანი პირობების ფარგლებში, სავაჭრო ადგილებით დაკმაყოფილდება. ამასთან, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენა უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს და მოვაჭრეებმა მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეძლონ“, – ნათქვამია შპს „ქალაქის გულის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები