LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შრომის პირობებისა და უფლებების დაცვა არის მთავრობის მიზანი”

106

,,ის, რომ შრომის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ამაზე ამ საზოგადოებაში ალბათ აღარ უნდა ვიმსჯელოთ. ეს ბოლო წლების განმავლობაში შრომის კანონმდებლობის მიმართულებით გაკეთებული ცვლილებებით მთავრობამ დაადასტურა. ძალიან სწორი აქცენტები უნდა გავაკეთოთ – შრომის პირობების და უფლებების დაცვა არის მთავრობის მიზანიც და ერთადერთი, რაზეც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს  დისკუსია, არის პრიორიტეტულობა და დრო“– ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ კონფერენციაზე სახელწოდებით „შრომითი უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“ გააკეთა.

კონფერენციაზე შრომითი უფლებების, შრომის უსაფრთხოების და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილების, ეკონომიკაში ქალთა როლის გაძლიერების, თანაბარი ანაზღაურების, მშობლის უფლებებისა და სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებმა  და დარგის ექსპერტებმა  მიიღეს.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის მასპინძლობით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები