LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის უსაფრთხოების კანონი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რისკების შემცირების მხრივ – დავით სერგეენკო

129
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, შრომის უსაფრთხოების კანონი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რისკების შემცირების კუთხით.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიხედვით შეიქმნება ჩამონათვალი მაღალი რისკის ინდუსტრიების, რომელზეც მიმდინარე და მომავალ წელს გავრცელდება ეს ცვლილებები. თუმცა. 2019 წლიდან ვალდებულება იქმება, ყველა ინდუსტრიაზე გავრცელდეს. თითოეული კომპანია ვალდებული იქნება, გამოყოფილი ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომლის ვალდებულებაც იქნება, წინასწარ გააცნოს დასაქმებულს დეტალები. ეს იქნება შრომის უსაფრთხოების კანონი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რისკების შემცირების მხრივ,” – განაცხადა სერგეენკომ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები